სინგაპურის კრიპტოვალუტურმა ბირჟა KuCoin-მა ისრაელის ფინანსურ კომპანია Simplex-თან ხელშეკრულება დადო, რათა მომხმარებლებს საკრედიტო და სადებეტო ბარათებით კრიპტოვალუტის შეძენის შესაძლებლობა მისცეს.
KuCoin-ის ვებ-გვერდის თანახმად, კლიენტებს შესაძლებობა აქვთ Bitcoin, Ethereum, Litecoin, გადახდის ბარათების გამოყენებით შეიძინონ. კომპანია Visa-მ და Mastercard-მა კლიენტებს მსგავსი შესაძლებობა შეუწყვიტეს, ვინაიდან ისინი კრიპტოვალუტაში ინვიესტიციებს სარისკოდ მიიჩნევენ.
SImplex-ი ლიცენზირებულ ფინანსურ დაწესებულებას წარმოადგენს, რომელიც მსგავსი გადასახადების ონლაინ-გადამუშავებასა და თაღლითბისგან დაცვას უზრუნველყოფს. კომპანია 2014 წელს ისრაელშიდაფუნძნდა, და 2016 წლის თებერვლისთვის ინვესტორებისგან 7 მილიონი დოლარი მოიკრიბა, მათ რიგებშია კომპანია Bitmain. ამ ეტაპზე ის კრიპტოვალუტურ კომპანიებთან თანამშრომლობს და მათი გადასახადების გადამუშავების სერვისს სთავაზობს.
KuCoin ბირჟა 2017 წლის სექტემბერში დაფუძნდა და ერთ-ერთ მსხვილ კრიპტოვალუტურ ბირჟას წარმოადგენს. CoinMarketcap-ის მონაცემეით, ბირჟა 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 12 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქციას უზრუნველყოფს.
გაშვებიდან მალევე, ბირჟა Ethereum-ის ბლოკჩეინიდან EOS-ის ბლოკჩეინზე გადავიდა, ხოლო ამა წლის ნოემბერში სხვადასხვა ინვესტირების კომპანიებისგან 20 მილიონი დოლარი მიიზიდა.
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
Gemini Bitcoin Cash-ს ამატებს
პოპულარულმა კრიპტოვალუტურმა პლატფორმა Gemini-მ Bitcoin Cash (BCH)-ის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. კრიპტო-გიგანტმა ახლახანს Cboe Global Markets Inc.-თან დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, რათა Bitcoin-ზე ფიუჩერსებს მიწოდება უზრუნველყოს.
Monero-ს 90% უკვე მოპოვებულია. ეს რას ნიშნავს?
2022 წლის 31 მაისისთვის Monero-ს მიმოქცევაში 18.4 XMR-ი ექნება. პროექტმა მაინინგით ამ თანხის 90%-ზე მეტი მოიპოვა.