ტაივანელი მაინერი გვარად იანგი დააპატიმრეს და მთავრობამ ბრალად, კრიპტოვალუტაში 100 მილიონი იუანის ($14 500 00) არაკანონიერ მოპოვების გამო წაუყენა. იანგმა $3.2 მილიონის მოპარული ელექტროენერგია მაინიგისთვის გამოიყენა.
EBC News-ის ინფორმაციის თანახმად, იანგი მაღაზიებად შენიღბულ 17 მაინინგურ ცენტრს ტაოიუანის, სინბეისა და სინჩჟუს მუნიციპალიტეტებში მართავდა. იანგმა მაღაზიები იქირავა და მათ თოჯინების გასაყიდათა და ინტერნეტ-კაფეებად იყენებდა, ამავდროულად მაღაზიის სარდაფში კრიპტოვალუტას გამოიმუშავებდა.
ბრალდებულმა, სავარაუდოდ ელექტრიკოსები დაიქირავა, იმისთვის რომ ელექტროენერგიის მიწოდების მანიპულირება მოეხდინა სხვადასხვა მაღაზიაში, რისი წყალობითაც მას კრიპტოვალუტის მოპოვება უფასოდ შეეძლო.
მისი საქმიანობის გამოააშკარავება მას შემდეგ მოხდა, რაც ტაივანურმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Taiwan Power-მა, იანგის მაღაზიის გაუმართავი ელექტრობის გამოკვლევის შემოწმების სამუშაოები ჩაატარა.
ტაივანურ საგამოძიებო ბიუროს უფროსის მოადგილემ ვან ჩჟიჩენმა აღნიშნა:
დამნაშავემ ელექტრიკოსები დაიქირავა, რომლებსაც მოახერხეს დაბეჭდილი მრიცხველების გატეხვა. ამის შემდეგ მან კერძო ხაზები უფასო ენერგიის მოხმარებისთვის დაიმატა.
მასალების მიხედვით blokt.com
ასევე წაიკითხეთ
შეიძლება თუ არა კრიპტოვალუტის გამო აფხაზეთი ზამთარში შუქის გარეშე დარჩეს?
კრიტოვალუტის მუდმივი მოპოვება პატარა და არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის ელექტრომომარაგების მყიფე სისტემას დიდ საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები იძულებულნი არიან, კრიპტოვალუტური სექტორის რეგულაციებზე დაიწყონ მუშაობა, რათა ზამთარში ელექტროეერგიის მომარაგებასთან დაკავშირებით დე-ფაქტო რესპუბლიკაში პრობლემები არ შეიქმნას.
BTC.com-მა Ethereum-ის მაინერებისთვის ახალი მომსახურება დანერგა
BTC.com - მაინინგ-პულების მსხვილი ოპერატორი და კრიპტოვალუტური საფულეების მომწოდებელი, - თავისი სერვისების სიას აფართოვებს. ვებ-საიტის თანამშრომლების განცხადებით, საიტს Ethereum ბლოკის მიმოხილვის (block explorer) მომსახურება დაემატა.