ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.
BCH/USD
გუშინ Bitcoin Cash ABC-ი საშუალო მცოცავ EMA55-ის დონეზე დიდხანს იყო კონსოლიდაციაში, მაგრამ დღის დასასრულისთვის 150.00 USD მხარდაჭერის ქვევით ჩაჯდა. ეს ფასი არც ისე დიდი ჯგუფისთვის აღმოჩნდა მიმზიდველი და მათ შეძლეს BCH-ს ფასი ამ მიდამოში შენარჩუნება. თუ ვაჭრობის მოცულობა გაიზრდება, მაშინ წყვილი აღდგენას დღიურ 150.00 USD მაქსიმუმამდე გააგრძელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკლება მიზნობრივ 20.00 USD დონემდე გაგრძელდება.
Bitcoin Cash SV ვარდნა ამაღამ 80.00 მიდამოში შეჩერდა. ამჟამად ფასი ვიწრო დერეფანში კონსოლიდირდება, მაგრამ მალე დაიწყებს დაკლებას 72.00 USD მხარდაჭერისკენ.
EOS/USD
დათვებს გუშინ საკმაოდ დატვირთულად მოუხდათ მუშაობა, რათა საშუალო ფასების დონე ჩაეწიათ და ყვითელი დერეფნის ქვედა საზღვარი შეემოწმებინათ. მინიმუმი 2.30 USD წერტილში დაფიქსირდა, მაგრამ დილისთვის EOS-ის ფასმა ვერ მოახერხა 2.40 USD მიდამოში, ქვედა საზღვრის თავზე კონსოლიდაცია. ბაზრის აქტიურობამ ძალიან დაიკლო და ჩვენი ვარაუდით, წყვილის ყვითელ მართკუთხედში შენარჩუნება ნაკლებად შესაძლებელია და ის გააგრძელებს აუჩქარებელ დაკლებას 2 დოლარის მიდამოში.
XLM/USD
Stellar Lumen-ის დაკლება 0.110 USD მინიმუმის წერტილში შეჩერდა. მიზნობრივ 0.170 USD დონემდე გუშინ მირბენა ვერ მოესწრო. შესაძლებელია დღეს, თუ მყიდველები პასიურები იქნებიან, ფასი 0.100 USD მხარდაჭერასთან დაეცეს.
LTC/USD
გუშინ ძირითადი ოცდაათდოლარიანი დონიდან დათვებმა Litecoin-ის ფასის ჩაზნექვა მხოლოდ 27.50 USD დონეზე შეძლეს. ფიბონაჩის ნულოვან დონემდე ჩატკეპნას ხელი, 29.00 USD ნიშნულის მიდამოში მცირე შესყიდვებმა შეუშალეს ხელი, რითაც ფასი 28.50 USD დონემდე აღადგინეს. დღეს აღდგენა 29.00 USD დონეზე დასრულდება და დათვები მიზნობრივ ნიშნულამდე 26.31 საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. უქმეებზე ფასის კონსოლიდაცია ფიბონაჩის 0% მხარდაჭერის დონეზე იქნება.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD, ETH/USD ანალიზი 17.11.201-სთვის
შაბათ-კვირისთვის, ფასების დაკლების გამო კრიპტობაზრის გარშემო, აჟიოტაჟი იკლებს, რაც ფასებს მომდევნო მხარდაჭერის დონეებთან კონსოლიდაციის საშუალებას აძლევს.
Bitcoin Cash, Stellar Lumen, EOS -ის და Litecoin-ის მიმოხილვა 29.11.2018
კორექციის ფაზა გრძელდება და დღეს ახალი დღიური მაქსიმუმებია მოსალოდნელი.

