TRX/USD

გარდა იმისა, რომ ფასის ზრდა არ დემონსტრირდება, დათვებმა დაიწყეს მისი დაკლება 15 ოქტომბრის ნიშნულის ქვემოთ. გუშინდელი ფასის ვარდნა ასევე გვაჩენებს, რომ ჩვენი სავაჭრო გეგმა, TRX/USD-ს შესახებ, არასწორი იყო, რაც ისევ ნეიტრალურ პოზიციაში გვაბრუნებს. გაყიდვას ვურჩევდი აგრესიულ ტრეიდერებს, თუ ფასი 2 ცენტის მხარდაჭერის ხაზამდე მიაღწევს. სტოპები ისევ 2.4 ცენტის დონეზე მდებარეობს.
XMR/USD

ჩვენი წინამდებარე XMR/USD წყვილის ანალიზის თანახმად, ნეიტრალურები ვრჩებით. ვაჭრობის დასაწყებად ჩვენი პროვოცირება ორ ფაქტორს შეუძლია. პირველი, თუ ფასი 120$-ს გაცდება, ხარები ჩავარდნებზე შესყიდვებს დაიწყებენ. მეორე რიგში, თუ ფასი $100 ნაკლები იქნება, ეს დათვური იმპულსის დასაწყისი იქნება.
გუშინდელი დანაკარგების გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, რომ ჩვენ დათვური ტრენდის გაგრძელება ვიხილოთ. ამგვარად, აგრესიულ ტრეიდერებს სტოპებით გაყიდვა $120 ნიშნულზე შეეძლებათ. პირველ სამიზნედ 100$, შემდეგ კი 70$ მიიჩნევა. კონსერვატიულმა ტრეიდერებმა კი ჯობია მოიცადონ, სანამ ფასი 100$-ის ქვემოთ არ დაეცემა. ამის შემდეგ მათი გაყიდვა $70-სა და $50-ის მიზნობრივ ფარგლებში შეეძლებათ.
მასალების მიხედვით https://www.newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 08.11.2018-სთვის
ალტკოინების უკუსვლის შემდეგ CoinMarketCap-ის კაპიტალიზაციის მეორე სამეულის მოძრაობა საკმაოდ ნელი და შემცირებადი მოცულობით გამოირჩევა. სავსებით მოსალოდნელია, რომ აღდგენის დინამიკა კონსოლიდაციაში მდორედ გადავიდეს.
Bitcoin-ის დინამიკის ანალიზი შექმნიდან მხარდაჭერის არსებულ საფასო დონემდე
ჩვენს მიმოხილვაში Bitcoin-ის ფასების მოძრაობის უფრო დეტალურად განხილვა გვსურს, მისი შექმნის მომენტიდან იმ მხარდაჭერის დონემდე, რომელიც ახლა BTC-ს 2018 წლის მინიმუმამდე შემცირებისგან აკავებს.

