გუშინდელი ფასების დაცემას რაიმე ფუნდამენტალურ მოვლენას ვერ დავაკავშირებთ, რომელსაც კაპიტალიზაცია $210 მილიარდიდან $182-მდე შეამცირებდა.
BTC/USD
გუშინ Bitcoin-მა ყველა მონიშნული მხარდაჭერა გადაწონა და წლიური მინიმუმი 5324.00USD წერტილში დაამყარა.
დღეს ღამე ფასმა მინიმუმიდან 5500 USD-ზე გადაიწია. თუმცა, როგორც ჩანს, ის გუშინდელი შემცირებით არ შემოიფარგლება. მომავალი ფასის დაკლების დონის განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია. ორიენტირად შარშანდელი სექტემბრის მაქსიმუმები შეგვიძლია ავიღოთ, რომლებიც 4920.00 USD დონეზე იმყოფებოდნენ. შეძლებს თუ არა ფასი ახლო მომავალში ამ დონემდე მისვლას, თუ კონსოლიდაციას 5000.00 USD ფსიქოლოგიურ დონეზე გააგრძელებს - ამას მალე გავიგებთ.
XRP/USD
Ripple-მ არც ისე ღრმად ჩაყვინთა, რომ წლის მინიმუმი განეახლებინა. გადანაცვლება 0.400 USD მხარდაჭერასთან მოხდა. მალევე, გუშინდელი სავაჭრო დღის დასრულებამდე, Ripple-ს ფასი ფიბონაჩის ნულოვან დონეზე 0.450 USD აღდგა. სწორედ ამიტომ, Ripple-მ, კაპიტალიზაციის მიხედვით, Ethereum-ს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. შემდგომი XRP-ს დაკლება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მისი დონის განსაზღვრა უმადურობა იქნება. ასევე შევეცდებით იგი 0.372 USD-ის მხარდაჭერით შევზღუდოთ.
ETH/USD
ჩვენი იმედები, რომ Ethereum-ი 200 დოლარიანი ფსიქოლოგიური დონის ზემოთ აღწევას შეძლებს, არ გამართლდა. გუშინდელი ვარდნის შემდეგ, ETH-მა 165.01 წერტილში აბსოლუტური მინიმუმი დაამყარა. ეთერეუმის კაპიტალიზაცია $21 მილიარდიან $18 მილიარდამდე დაეცა, ამასთან, მან Coin Market-ის რეიტინგში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. რა სიღრმეზე განისაზღვრება შემდეგი ფსკერი - გაურკვეველია. ვთვლით, რომ კრიპტობაზარის საერთო დაკლება მალე მხარდაჭერას შეხვდება, ხოლო ETH-ს ფასისთვის 150.00 USD-ს სივრცეში იქნება.
*ყველა ფასის მოეცმულობა მოყვანილი ბირჟა BitStamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin 14.12.2018-სთვის
დათვური ზეწოლა შესაძლოა ახლი ძალით აღდგეს, რაც წლიური მინიმუმების განახლებას გამოიწვევს. მაგრამ ჯერჯერობით ბაზარი მიმდინარე ფასების დონეზე კონსოლიდირებას ცდილობს.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 07.11.2018-სთვის
ბოლო 24 საათის განმავლობაში, ალტკოინების ბაზრის მერყეობა მკვეთრად გაიზარდა. როგორ, ცვალებადობას უნდა ველოდოთ სავაჭრო დღის დასასრულამდე?