ალტკოინების ბაზარზე ზრდის მცდელობის მიუხედავად, გამყიდველები დომინირებენ. TRX/USD-ის და IOT/USD-ის დათვებს, გაყიდვის შესაძლებობა აქვთ.
TRX/USD
სოციალურ ქსელებში ძლიერი არსებობისა და ონ-ჩეინ ტრანზაქციების რეგისტრაციის გარდა, Tron-ი თავისი ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობაზეც საუბრობს. ამისთვის ისინი ჩაატარებენ ინოვაციური პროდუქტების კონკურსს, სადაც საპრიზო ფონდი 1 მილიონი დოლარი იქნება. თითოეული გამარჯვებული $200 000-ს წაიღებს
რაც შეეხება ფასს, შეიძლება ითქვას, რომ TRX/USD უფრო დაბლა დავარდეს, სანთლის მიმართულებაა გასათვალისწინებელი. ტრეიდერებს ვურჩევდით გაყიდონ ყოველი ფასის აღდგენისას. არ ღირს იმის ზედმეტად შეხსენება, რომ დათვების პირველად სამიზნედ 1.5 ცენტი წარმოადგენს, ფასის ვარდნა უფრო გააძლიერებს გამყიდველების დომინირებას, რაც 24 იანვრის მინიმუმამდე ფასის ვარდნასა და საერთო კაპიტალიზაციის შემცირებას გამოიწვევს.
IOT/USD
გასულ კვირას საკმაოდ მნიშვნელოვანი ფასის ვარდნის შემდეგ, ხარული გარბენის შესახებ ჩვენი სავაჭრო გეგმა, აქტუალური აღარაა. 14 ნოემბერს ფასი მხარდაჭერის დონის ქვემოთ და 50 ცენტის ქვემოთ დაეცა, რასაც სტოპ-ლოსების ამოქმედება და გამყიდველების ზეწოლის გაძლიერება მოყვა.
ამიტომ აგრესიული ტრეიდერებმა დაბალ თაიმ-ფრეიმებზე შესასვლელი იქამდე უნდა ეძებონ, სანამ IOT/USD 50 ცენტზე და წინააღმდეგობის ქვემოთ ვაჭრობს. პირველად სამიზნედ 30 ცენტი გახდება, ხოლო ის ტრეიდერები რომლებიც IOT-ს უკვე ყიდიან , 45 ცენტს უნდა დაუმიზნონ.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 05.12.2018-სთვის
ალტკოინების ფასების შემცირება არსებული კორექციის გარეშე მიმდინარეობს. შევეცადოთ გავნსაზღვროთ, თუ რა დონის კორექციის გაშლა შეუძლია ალტკოინებს.