ინტენსიური ფასის კლება კვირის დასასრულისთვის ოდნავ შეჩერდა, უქმეებისთვის მოსალოდნელია დაბალი ბაზრის აქტიურობა. წყვილები აგრძელებენ ძირითადი მხარდაჭერებთან კონსოლიდაცია.
BTC/USD
BTC გუშინდელი ფასის კლებას, დღიური 4132.60 USD-ის მინიმუმისკენ, გვერდული დიაპაზონის კონსოლიდაციის გაფართოება შეიძლება ვუწოდოთ. ვაჭრობის მოცულობა ძალიან მცირეა და მინიმუმიდან აღდგენის მომენტში წყვილმა ვერ შეძლო 4400.00 USD-ის წინააღმდეგობის შემოწმება. ვვარაუდობთ, რომ უქმეებზე ბაზრის აქტიურობა ისევ სუსტი იქნება და Bitcoin-ი შერჩეულ შევიწროვებად იასამნისფერ დიაპაზონში გააგრძელებს კონსოლიდაციას.
XRP/USD
იასამნისფერი სამკუთხედის ქვედა საზღვრის გარღვევა 0.400 USD-ის მხარდაჭერის დონეზე შეჩერდა. გუშინ RIpple შაბათ-კვირის სავარაუდო კონსოლიდაციის საზღვრებს ირჩევდა. ქვემოდან წყვილი 0.390 USD დონეს დაეყრდნო, ხოლო ზემოთ 0.420-მდე აწვდომისთვის ძალა არ ეყო. სავარაუდოა, რომ მომდევნო სავაჭრო კვირის დასაწყისამდე, ის ზუსტად ამ დიაპაზონში გაატარებს დროს.
ETH/USD
Ethereum-ი გუშინ, 116.18 USD წერტილში, წლიური მინიმუმის განახლების შემდეგ, 120.00 USD მხარდაჭერასთან ცდილობდა კონსოლიდაციას. ETH-ის მცდელობა, აღდგენილიყო საშუალო ფასების დონეზე, დაუნ-ტრენდის იასამნისფერმა ხაზმა შეაფერხა. როგორც ჩანს, უქმეებზე ვაჭრობის დაბალი მოცულობა შენარჩუნდება და მიმდინარე კვირის დასრულებამდე ეთერეუმის ფასი დაახლოებით ასოცდოლარიან დონესთან შეჩერდება.
*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა BitStamp-ის მიხედვით
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 21.12.2018-სთვის
კვირის ახალი მაქსიმუმების განახლება შემცირებად მოცულობებზე მიმდინარეობდა, ამიტომ საკვანძო მხარდაჭერების დონეზე კონსოლიდაციის დიდი ალბათობა არსებობს.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.