დილანდელი მინიმუმები საბოლოო არ არის. შემცირება მოკლევადიანი კორექციის შემდეგ განახლდება.
XLM/USD
გუშინ Stellar Lumen-ის ფასი ვარდისფერი დერეფნის ჩარჩოებში იკლებდა და დღეს მინიმუმი 0.108 USD-ის ნიშნულამდე განაახლა. 0.100 USD ნიშნულის შემოწმება ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ გამომდინარე მოკლევადიანი კორექციიდან, XLM/USD წყვილი იქ მხარდაჭერას დღის ბოლომდე იპოვის და უქმეებისთვის ამ ფასის მიდამოში, ფლეტში დარჩება
BCH/USD
BItcoin Cash ABC-ს ფასის გუშინდელმა დაკლებამ 100.00 USD-ის მხარდაჭერის დონეზე გარღვევა და მინიმუმის 94.00 USD წერტილში დამყარება გამოიწვია. შედეგად, Bitcoin Cash ABC-ს კაპიტალიზაცია $1.7 მილიარდამდე დაეცა, რასაც CoinMarketCap-ის რეიტინგში მეხუთე პოზიციის დაკარგვა მოყვა და მაშინვე ტოპ-10 ის მეშვიდე პოზიციაზე აღმოჩნდა.
მეხუთე პოზიციაზე Bitcoin Cash SV ამოვიდა, რომელიც კაპიტალიზაციის მაჩვენებლით $1.9 მილიარდია.
2018 წლის 23 ნოემბერს Bitcoin Cash -მა მხარდაჭერა 35.00 USD-ზე იპოვა და კაპიტალის მოგროვება დაიწყო. გუშინ ბირჟა Polonex-ზე 100.00 USD-ს წინააღმდეგობის გარღვევა დაფიქსირდა და BCHSV-ს ფასმა მაქსიმუმს 109.00 USD-ის მიდამოში მიაღწია. ამან BCH-ს საშუალება მისცა ორ ფორკს შორის დავაში ინიციატივა აეღო. ვვარაუდობთ, რომ წყვილი Bitcoin Cash SV დღეს უპირატესობის გაზრდას შეეცდება და 120.00 USD ნიშნულს შეამოწმებს, ხოლო Bitcoin Cash ABC - საეჭვოა გუშინდელი მინიმუმის შემდეგ აღდგეს, 117.00 USD-მდეც კი.
EOS/USD
EOS-ის ფასის კლება 2.00 USD მხარდაჭერის დონეზე არ შეიზღუდა. დილით მინიმუმი 1.67 USD ნიშნულზე დამყარდა, მაგრამ დაკლება არ შეჩერებულა და სავსებით შესაძლებელია, რომ წყვილმა სავაჭრო დღე 1.50 USD-ზე დაიხუროს. ამ ფასების მიდამოში ასევე შესაძლებელია წყვილის კონსოლიდაცია. უქმეებზე ბაზრის აქტიურობის შემცირებას, ვიწრო გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდაცია შეუძლია უზრუნველყოს.
LTC/USD
Litecoin-მა გუშინ აღდგენა ოცდაათდოლარიანი წინააღმდეგობის ზემოთ შეძლო და ვარდნა გააგრძელა დაუნ-ტრენდის ვარდისფერ დერეფანში. დღეს დილით კი კონსოლიდაციაში 24.68 USD-ის ნიშნულზე გადავიდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წერილი დღიური მინიმუმი არ გახლავთ. კორექცია არ იქნება ხანგრძლივი და წლიური მინიმუმი, ლაითკოინის სანაცვლოდ, 24 დოლარის ქვემოთ დაეცემა.
მოახლოვებულ უქმეებზე LTC-ის ფასს შეუძლია ვარდისფერი დერეფნის ზედა საზღვართან აღდგეს.
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და IOT-ის ანალიზი 14.11.2018-სთვის
ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.11.2018-სთვის
როგორც ჩანს დათვებმა გუშინ შეისვენეს. ბაზრის კრიზისი შევიწროებად კონსოლიდაციაში შეჩერდა.

