წარმოადგენს თუ არა გუშინდელი გარღვევა დაუნ-ტრენდის გაგრძელებას? რამდენად მალე განახლდება წლიური მინიმუმები?
BTC/USD
ნარინჯისფერი სამკუთხედის ქვედა ზღვარმა გუშინ BTC-ს ფასის შევიწროვებად დიაპაზონში შენარჩუნება ვერ შეძლო. წყვილმა იასამნისფერი ინდიკატორული ხაზი 3241.00 USD გაარღვია და გაჩერდა. თუ ეს ყალბი გარღვევაა, მაშინ ფასების ვარდნა წლიური მინიმუმის 3210.00 USD წერტილის ქვევით გაგრძელდება. როგორ გავიგოთ, ეს ყალბი ვარდნაა თუ არა? თუკი ფასი 3241.00 USD დონეზე ქვემოთ დაეშვება და მას ქვევიდან დატესტავს, ეს იმას ნიშნავს, რომ წყვილი დაუნ-ტრენდს აგრძელებს. როგორც წესი, ყალბი ვარდნები მომენტალურია. გარღვევის შემდეგ წინამდებარე დონეზე აღდგენა ხდება, ჩვენს საათობრივ გრაფიკზე კი იასამნისფერ სხივთან კონსოლიდაციის ნახვაა შესაძლებელი. ეს ყალბ გარღვევას არ ჰგავს. მაგრამ მაინც, იმისთვის, რომ დაუნ-ტრენდის გაგრძელებაში დავრწმუნდეთ, სჯობს 3241.00 USD დონის რე-ტესტს დაველოდოთ.
XRP/USD
გუშინ მთელი დღის განმავლობაში Ripple ვიწრო დიაპაზონში ყვითელი მართკუთხედის საშუალო ხაზზე (0.300 USD) კონსოლიდირდებოდა. დღეს ღამე ფასების დაწევა დაიწყო, მარგამ დერეფნის ქვედა ზღვარმა წყვილი ყვითელი მართკუთხედის ფარგლებში შეინარჩუნა. დღეს Ripple-ის კონსოლიდაცია გვერდულა დერეფანში გაგრძელდება.
ETH/USD
Ethereum გუშინ ნარინჯისფერი სამკუთხედის ფარგლებში კონსილიდირდებოდა, დასასრულს კი მისი ქვედა ზღვარი გაარღვია, მაგრამ შემცირება 83.70 USD-ს წერტილში ლოკალური მინიმუმით შემოიფარგლა. ეთერიუმი 85.00 USD-ს ნიშნულამდე ოდნავ აღდგა, თუმცა სავარაუდოდ, ჩვენ დაუნ-ტრენდის გაგრძელება და ახალი წლიური მინიმუმის 77.00 USD--ის ფარგლებში დამყარება გველის.
*ყველა ფასის მოცემულობა გამოყენებულია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებით.
ასევე წაიკითხეთ
ADA-ს და IOT-ის ანალიზი 14.11.2018-სთვის
ფონდ Cardano-ს თავმჯდომარემ მაიკ პარსონმა, თავისი თანამდებობა მას მერე დატოვა, რაც ჩარლზ ჰოსკისონმა და გენერალურმა დირექტორმა ემურგო კენ კოდამამ, თავიანთი იმედგაცრუება გამოთქვეს, ქსელის დაბალი წარმადობისა და ძალაუფლების ცენტრალიზაციის მცდელობის შესახებ.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 22.11.2018-სთვის
როგორც ჩანს დათვებმა გუშინ შეისვენეს. ბაზრის კრიზისი შევიწროებად კონსოლიდაციაში შეჩერდა.

