მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს კრიპტოვალუტურმა ბაზარმა დიდი ზარალი განიცადა, რომელიც წლის ბოლოსკენ მხოლოდ გაიზარდა, ბევრი მაჩვენებელი ისეთი როგორც მაგალითად Google Trend-ი თვალნათლივ ასახავს, რომ კრიპტოვალუტა მსოფლიოში კვლავინდებურად პოპულარულია.
ამ ფაქტს ინგლისის ბანკის მიერ ჩატარებული გამოკითხვაც ადასტურებს, რომელიც ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. გამოკითხვის მიზანი, რომელშიც 6 662-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მომხმარებლისთვის გადახდის ყველაზე სასურველი ფორმის დადგენაში მდგომარეობდა.
კითხვაზე, თუ რომელი მეთოდი ურჩევნია მომხმარებელს საახალწლოდ ფულის მისაღებად, გამოკითხულთა 67 %-მა კრიპტოვალუტა არჩია, 23 %-მა - ნაღდი ფული, 8 %-მა კი ხმა უნაღდო გადარიცხვას მისცა.
მართალია, სახსრების მიღების საბოლოო მეთოდი განისაზღვრება იმით, თუ რისთვის აპირებს მიმღები მათ გამოყენებას. მაგალითად თუ მას განზრახული აქვს კრიპტოვალუტაში ინვესტიციების ჩადება, მაშინ შესაბამისად მიღების სასურველი ფორმაც კრიპტოვალუტა იქნება.
პირველ რიგში, კრიპტოვალუტური ტრანზაქციები უფრო სწრაფია. მეორე - საკომისიო მოსაკრებელი გაცილებით დაბალია. მაგალითად კომპანია Ripple-ის ტოკენის XRP-ი შემთხვევაში ტრანზაქციების შესრულებისას საკომისიო პრაქტიკულად არ არსებობს. მხოლოდ გასული თვის განმავლობაში ამ ტოკენით 910 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქციები შესრულდა.
გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ თუ კრიპტოვალუტა ამდენად პოპულარულია დღეს როდესაც ბაზარი სავალალო მდგომარეობაშია, მაშინ მას ნათელი მომავალი ელის. სწორედ ეს პოპულარობა ხსნის იმ აღდგენას, რომელსაც დათვური ბაზრის შეუქცევადობის პირობებში ჰქონდა ადგილი. ბევრი ექსპერტი ვარაუდობს, რომ 20109 წელი კრიპტოვალუტების აყვავების წელი იქნება.
მასალების მიხედვით zycrypto.com
ასევე წაიკითხეთ
Coinbase wallet ახლა უკვე ETC-ს მხარდაჭერას უზრუნველყოფს
ორშაბათს, კრიპტოვალუტის გამცვლელმა პუნქტმა Coinbase-მა განაცხადა, რომ Ethereum Classic-ის მხარდაჭერას Coinbase Wallet-ში ჩაამატებს. დამატების მეშვეობით, ამ ეტაპზე, Coinbase Wallet-ს Ethereum (ETH), Ethereum Classic (ETC) და Ethereum-ის ბლოკჩეინზე შემუშავებულ 100 000 ERC20 ტოკენის მხარდაჭერა აქვს.
შეძლებს თუ არა ბლოკჩეინი Goldman Sachs-ის გადარჩენას?
Goldman Sachs არსებობის განმავლობაში ყველაზე უარეს სკანდალში გაეხვა - მრავალმილიარდიანი საერთაშორისო თაღლითობა. გამომძიებლები ამ საქმეს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკს უკავშირებენ, რომელმაც თაღლითობის გზით მოპოვებული სახსრები ფუფუნების საგნებზე და ცხოვრების ექსტრავაგანტულ რიტმზე დახარჯა.