VAKT პლატფორმა წარმოადგენს გარიგების შემდეგი პროცესებით მართვის სისტემას, ყიდვა-გაყიდვის პროცედურის შეთანხმების უზრუნველყოფითა და ნედლეულის მიწოდების მონიტორინგს. პლატფორმის მიზანია, საიმედო ბლოკჩეინის ეკოსისტემის შექმნის გზით, მსოფლიო სავაჭრო ინდუსტრიის ციფრული ფორმირება.
პლატფორმა მსხვილი ენერგეტიკული კომპანიებითა და ბანკებით, ABN Amro, ING, Societe Generale, BP, Equinor, Shell, Gunvor, Koch და Mercuria, იყო შექმნილი, რომლებსაც უპირველესად სურთ თავისთვის გ ვაჭრობის პროცედურა გაიმარტივონ. ჯერჯერობით პლატფორმის მონაწილეები მხოლოდ ეს კომპანიები არიან, მაგრამ იანვარში პლატფორმა ახალი კლიენტებისთვის გაიხსნება.
სავაჭრო პლატფორმები გარიგებების სამართავად, არსებულ სისტემებთან ერთად დამატებით VAKT პლატფორმას გამოიყენებენ.
თავდაპირველად პლატფორმა BFOET ბაზრის, ნედლ ნავთობზე კონტრაქტებით იყო შეზღუდული, მომავალში კი ყველა ფიზიკური სავაჭრო რესურსებზე გავრცელებას გეგმავს.
Shell-ის ვაჭრობისა და მიწოდების საკითხების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტმა ენდრიუ სმიტმა განაცხადა:
საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია სიჩქარისა და ვაჭრობის უსაფრთხოების გაზრდა, ეს კი ბაზრის ყველა მონაწილე კვანძისთვის სასარგებლოა.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
ამიერიდან Dota 2-ში 1ST ტოკენების გამომუშავება შეიძლება
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ბაზაზე აგებული პირველი კიბერსპორტული პლატფორმის - FirstBlood-ის წარმომადგენლებმა ახალი დეცენტრალიზებული აპლიკაციის ბეტა ვერსიის ამოქმედების შესახებ განაცხადეს. მისი გამოყენებით მოთამაშეები ერთმანეთს 1ST ტოკენების მოპოვებაში შეერკინებიან.
Google-ს გენერალური დირექტორის ვაჟი Ethereum-ის მაინინგით არის გატაცებული
კრიპტოვალუტური საზოგადოება როდესაც მიღებას განიხილავს, ხშირად, აზრად მოგვდის მსხვილი ორგანიზაციების დასახელება და ხელმძღვანელი პირების სახელები, ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კრიპტოენთუზიასტები, Google-ს გენერალური დირექტორის სუნდარ პიჩაის განცხადებას, ასე აღგზნებულად განიხილავენ, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი ვაჟი კრიპტოვალუტით, კერძოდ კი Ethereum-ით (ETH) დაინტერესდა.

