თუ თქვენ გაქვთ ბიტკოინები დასახარჯათ, ამის გაკეთება ლონდონის ახალ პაბში სიამოვნებით შეგიძლიათ. კომპანია BrewDog-მა ახალი ობიექტი ლონდონის საქმიან კვარტალ კანერი-უორფზე გახსნა და ამ ბარის სტუმრებს გადახდა ბიტკოინების საშუალებით შეუძლიათ.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ლუდის ფასი ყოველდღე შეიცვლება ბრიტანეთის წამყვანი საფონდო ბირჟის FTSE 100-ის ინდექსის შესაბამისად. ბარის დახლის თავზე დაკიდებული იქნება ელექტრონული ტაბლო, რომელიც ბოლო დღის ვაჭრობის შედეგებს და ასევე ბიტკოინის ფასთა ცვლილებებს უჩვენებს.
კომპანია BrewDog-ის თანადამფუძვნებელი ჯეიმს უოტი ამბობს: “ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ჩვენი ახალი ტექნოლოგიების მომართ მისწრაფებებით. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ ლუდის შემთხვევაში, გავაკეთეთ ეს ჩვენს ბიზნეს-მოდელთან მიმართებაში. ახლა კი ვაფუძნებთ ლუდისთვის გადახდის ახალ საშუალებას. ჩვენი ბარი კანერი-უორფზე არის საგადასახადო რევოლუციის სიმბოლო!”
საბედნიეროდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ გაქვთ კრიპტოვალუტა, ამ დაწესებულებაში ნებისმიერი სხვა ტრადიციული გადახდის საშუალება შეგიძლიათ აირჩიოთ.
ასევე წაიკითხეთ
2019 წლის კრიპტო-პროგნოზი
დიდი მოთხოვნის და წინა წელს ხელიდან გაშვებული შანსის ზეგავლენის ქვეშ, კრიპტოვალუტის ფასები ათჯერ მაინც შეიცვალა. ადამიანებს, რომლებმაც მიზერული ინვისტიციების საშუალებით Lamborghini-ს მარკის ავტომობილების ყიდვა შეძლეს, ლამბოები უწოდეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიტკოინმა კაპიტალიზაციის 85 % დაკარგა, მათ ახლა შეძახილებით „ხომ გეუბნებოდით“ მიმართავენ.
კრიპტოვალუტური აპლიკაციები ჩინეთს იპყრობს
Nasdaq-იდან ცოტა ხნის წინ ჩატარებული Jiguang-ის ანალიზის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეების რიცხვი, ვინც კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ აპლიკაციებს იყენებს, 7,5 მილიონს გადააჭარბა. ციფრები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბაზრის მერყეობის მიუხედავად, 230,84%-ით ზრდას აჩვენებს.

