TRX/USD

გარდა იმისა, რომ ფასის ზრდა არ დემონსტრირდება, დათვებმა დაიწყეს მისი დაკლება 15 ოქტომბრის ნიშნულის ქვემოთ. გუშინდელი ფასის ვარდნა ასევე გვაჩენებს, რომ ჩვენი სავაჭრო გეგმა, TRX/USD-ს შესახებ, არასწორი იყო, რაც ისევ ნეიტრალურ პოზიციაში გვაბრუნებს. გაყიდვას ვურჩევდი აგრესიულ ტრეიდერებს, თუ ფასი 2 ცენტის მხარდაჭერის ხაზამდე მიაღწევს. სტოპები ისევ 2.4 ცენტის დონეზე მდებარეობს.
XMR/USD

ჩვენი წინამდებარე XMR/USD წყვილის ანალიზის თანახმად, ნეიტრალურები ვრჩებით. ვაჭრობის დასაწყებად ჩვენი პროვოცირება ორ ფაქტორს შეუძლია. პირველი, თუ ფასი 120$-ს გაცდება, ხარები ჩავარდნებზე შესყიდვებს დაიწყებენ. მეორე რიგში, თუ ფასი $100 ნაკლები იქნება, ეს დათვური იმპულსის დასაწყისი იქნება.
გუშინდელი დანაკარგების გათვალისწინებით, გასაკვირი არ იქნება, რომ ჩვენ დათვური ტრენდის გაგრძელება ვიხილოთ. ამგვარად, აგრესიულ ტრეიდერებს სტოპებით გაყიდვა $120 ნიშნულზე შეეძლებათ. პირველ სამიზნედ 100$, შემდეგ კი 70$ მიიჩნევა. კონსერვატიულმა ტრეიდერებმა კი ჯობია მოიცადონ, სანამ ფასი 100$-ის ქვემოთ არ დაეცემა. ამის შემდეგ მათი გაყიდვა $70-სა და $50-ის მიზნობრივ ფარგლებში შეეძლებათ.
მასალების მიხედვით https://www.newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 10.12.2018-სთვის
მიმდინარე შემცირების მიუხედავად, ბაზრის აღდგენის ფაზა არ დასრულებულა. მომავალი კორექციისთვის მიმდებარე წინააღმდეგობის განსაზღვრას ვცდილობთ.
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.

