ბაზარი კვლავ ახერხებს პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებასა და კაპიტალიზაციის დონის $141 მილიარდამდე გაზრდას.
BTC/USD
კვირა დღეს ვაჭრობა ძალიან მდორედ, დაბალ მოცულობებზე მიმდინარეობდა, BTC-ის ფასი 4000.00 USD-ის ნიშნულთან კონსოლიდირდა. როდესაც ფასმა ოთხი ათასის ქვემოთ ჩასვლა დაიწყო, მაშინ ფიბოს 23.6%-მა (3929.80 USD) წყვილს მხარდაჭერა აღმოუჩინა, გამოჩნდა საკმაოდ დიდი შესყიდვის რაოდენობა და ერთი საათის განმავლობაში BTC-მ წინა კვირის მაქსიმუმის ფასი 4212.75 USD-ის ნიშნულამდე განაახლა. დილისთვის ვაჭრობის აქტიურობა შემცირდა და წყვილი ვიწრო დიაპაზონში, 4170.00 USD-ის მიდამოში კონსოლიდირდება.
როგორც ჩანს, სცენარი ხარული პროგნოზით მიმდინარეობს. BTC-ის ფასს მოკლევადიანი კონსოლიდაციის შემდეგ, გამიზნული აქვს ზრდა და ფიბონაჩის 38.2%-ის (4429.37 USD) შემოწმება.
XRP/USD
გუშინ 0.379 USD-ის ზღვარზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ხარები ამ კვირის 0.140 USD-ის დონის წინააღმდეგობაზე მაქსიმუმის დამყარების უფლებისთვის იბრძოდნენ. ორთაბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა, მაგრამ ამაღამ შესყიდვების დიდმა მოცულობამ Ripple-ს ფასს ბიძგი მისცა და წყვილმა წინა კვირის მაქსიმუმის 0.394 USD-ის ნიშნულამდე განახლება შეძლო.
მიზნობრივ დონემდე მიღწევა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, მაგრამ შესაძლოა დღეს 0.390 USD-ის მიდამოში, ხანმოკლე კონსოლიდაციის შემდეგ, 0.140 USD-ის წინააღმდეგობა გადაილახოს.
ETH/USD
Ethereum-ი! რა მაგარია! მხოლოდ ამ თამამ დინამიკას შეხედეთ! კვირა დღეს ETH-ს დასი მწვანე დერეფნის ზედა საზღვართან კონსოლიდირდა, ამაღამ კი უმძლავრესი ხარული იმპულსით 150.00 USD-ის წინააღმდეგობა შეამოწმა. წყვილმა 50%-იანი ფიბონაჩის არეში 151.05 USD-ის წერტილში დაამყარა მაქსიმუმი. კიდევ ერთი მსგავსი ხარული იმპულსი Ethereum-ს საერთო კაპიტალიზაციის კრიპტოაქტივის ჩამონათვალში კანონიერ მეორე ადგილზე დააბრუნებს.
თუ დღევანდელი კონსოლიდაცია 150.00 USD-ის ნიშნულის თავზე გამყარების საშუალებას მისცემს, მაშინ ფიბონაჩის 61.8%-ის (168.70 USD) რე-ტესტი იქნება შესაძლებელი. თუ ღამის მაქსიმუმიდან უკუსვლა დაიწყება, მაშინ მხარდაჭერის სახით ფიბონაჩის 38.2%-იანი დონე გამოვა, რომელიც მწვანე დერეფანში ეთერეუმის დინამიკის შენარჩუნებას შეეცდება.
*ფასების ყველა მოცემულობა ბირჟა Bitstamp-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 20.12.2018-სთვის
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ზრდის მიზნობრივი დონეები მიღწეულია და ფასი უკუსვლის ფაზაში გადავიდა.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.

