თურქეთის პოლიციის ეროვნული კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა დააკავა, 80 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის გატაცებაში 11 ეჭვმიტანილი, - იტყობინება ადგილობრივი მედია.
სტამბოლის პოლიციამ გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც 14-მა ადამიანმა საჩივარი დაწერა, იმის შესახებ, რომ თავიანთი კრიპტოსაფულეები გატეხილი და თანხა მოპარული იყო. გამომძიებლებმა მიერ ინციდენტის დადგენის შემდეგ, ზარალის რაოდენობამ 437 000 თურქული ლირა, ან 80 000 აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
პოლიციამ ჰაკერების ჯგუფს მიაგნო, რომლებმაც მათი ვარაუდით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოიპარეს პაროლები და გატეხეს კრიპტოვალუტური საფულეები. შეტყობინების მიხედვით, ათი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს, ერთი კი სასამართლო განხილვამდე გაათავისუფლეს. ეჭვმიტანილებს ნივთმტკიცებულებათდ აღმოაჩნდათ 2 ყალბი პასპორტი, 18 მობილური ტელეფონი SIM-ბარათები, 22 მეხსიერების ბარათი და ნივთები, რომელებიც, სავარაუდოდ, კიბერ-შეტევისთვის გამოიყენებოდა.
პროკურორების თქმით, მოპარული თანხები რამდენიმე მისამართზე იყო გადაგზავნილი, შემდეგ კი ფიატში დაკონვერტირებული.
ჰაკერები, კრიპტოვალუტის ფასის ზრდის პარალელურად, ბიტკოინის მუდმივად ხელში ჩაგდებას ცდილობენ. გასულ თვეს კანადური ბირჟა MapleChange იძულებული იყო შეეწყვიტა თავისი საქმიანობა, ჰაკერული თავდასხმის გამო, საიდანაც ჰაკერებმა მოიპარეს 913 ბიტკოინი, რომელიც ჯამში დაახლოებით 6 მილიონ დოლარს შეადგენდა
მასალების მიხედვით rttnews.com
ასევე წაიკითხეთ
სანამ KFC ყოყმანობდა, Church's Chicken-მა კრიპტოვალუტური გადახდების მიღება დაიწყო
სწრაფი კვების ამერიკულმა კომპანიამ Church's Chicken-მა ვენესუელაში კრიტპვალუტა Dash-ში გადახდების მიღება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია თავის Facebook-გვერდზე განათავსა. კრიპტოვალუტას Church's Chicken-ის ათივე რესტორანში იღებენ. Church's Chicken-ში Dash-ით გადახდის პირველი ტრანზაქცია უკვე შესრულდა და ამის ამსახველი ვიდეო თავის YouTube-არხზე ატვირთა. გლობალური სწრაფი კვების რესტორნებს შორის, Church's Chicken პირველია, ვინც „კრიპტას" ღებულობს.
ბულგარეთის პოლიციამ კრიპტოვალუტის ქურდობისთვის სამი პირი დააკავა.
ორშაბათს ბულგარეთის პროკურატურაში გამოქვეყნდა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა სამი პირი 5 მილიონი დოლარის საფასურის კრიპტოვალუტის მოპარვისთვის.