Globe-ს ფინანსური გამომცემლობის პუბლიკაციის თანახმად, რაანანში კვლევითი ცენტრი Bitmaintech Israel-ი, კრიპტოვალუტური საერთო ბაზრის ვარდნის გამო, იხურება.
ყველა, 23-ვე თანამშრომელი, მათ შორის Bitmain-ის გაყიდვებისა და მარკენტინგის ვიცე-პრეზიდენტი გადი გლიკბერი, განთავისუფლებულნი იყვნენ თანამდებობიდან. სულ რაღაც ორიოდე თვის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფირმა დამატებითი კვლევითი სამუშაოსათვის ცენტრში 40 ადამიანის აყვანას აპირებდა.
ინფორმაციის თანახმად, გლიკბერმა თანამშრომლებს განუცხადა:
ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში კრიპტოვალუტური ბაზარი საკმაოდ შესუსტდა, რამაც Bitmain-ი აიძულა მსოფლიოს მასშტაბით საქმიანობისთვის გადაეხედა და ამჟამინდელი მდგომარეობის შესაბამისად, ბიზნესი გარდაექმნა.
BitmainTech Israel განყოფილება 2016 წელს გაიხსნა და ბლოკჩეინზე კვლევებითა და, ასევე, კომპანია Sophon-ისთვის ხელოვნური ინტელექტის შემუშავებით იყო დაკავებული.
კრიპტოვალუტური ბაზრის გახანგრძლივებულმა დათვურმა ტრენდმა შემცირება სხვა ფირმებშიც გამოიწვია. წინა კვირას ConsenSys-მა თავისი თანამშრომლების 13% გაათავისუფლა, მიზეზად ბიზნეს პრიორიტეტების შეცვლა დაასახელა. წინა თვეში კი ბლოკჩეინ სტარტაპ Steemit-მა თანამშრომლების დაახლოებით 70% გაუშვა სახლში, ვინაიდან კომპანიის შემოსავალმა Steem-ის ზრდადი ნოდების ექსპლუატაცია ვერ დაფარა.
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ს ხელისუფლება კონფიდენციალური კრიპტოვალუტების კონტროლის მეთოდებს შეიმუშავებს
აშშ-ს ხელისუფლება კრიმინალისტური ანალიზის მეთოდებს კრიპტოვალუტა Zcash-ისა (ZEC) და Monero-ს (XRM) განხორციელებული ტრანზაქციების დასაფიქსირებლად განიხილავს. ამის შესახებ ნათქვამია მცირე საწარმოების ინოვაციური კვლევის პროგრამაში (SBIR), რომელიც აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გამოქვეყნდა.
თურქეთის პოლიციამ ბიტკოინ-საფულეების გატეხვაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა
თურქეთის პოლიციის ეროვნული კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა დააკავა, 80 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინის გატაცებაში 11 ეჭვმიტანილი, - იტყობინება ადგილობრივი მედია.