კომპანიის საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთკორეული ბლოკჩეინ-სტარტაპი Presto დეველოპერთა გუნდებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს: დაწყებული ვებ-გვერდის დამზადებიდან - ტოკენის გამოშვებით დამთავრებული. გარდა ამისა, სტარტაპი ცდილობდა დეცენტრალიზირებული ავტონომიური ორგანიზაციაზე (DAICO) დაყრდნობით სამხრეთ კორეაში პირველი ICO-ს გაშვებას.
Cointelegraph-ის მონაცემებით, DAICO ინვესტიციების მოზიდვას დეცენტრალიზირებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO) რამოდენიმე ფუნქციის დამატებით ცდილობდა. ეს მეთოდი სმარტ-კონტრაქტების საშუალებით სახსრების დაბრუნების შესაძლებლობას იძლეოდა, თუ ინვესტორი პროექტის მიმართ ნდობას დაკარგავდა.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეამ ICO წინა წლის სექტემბერში აკრძალა. Presto-ს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა კან კუნმა განაცხადა, რომ სტარტაპი დიდ სირთულეებს წააწყდა, რადგან ხელისუფლება და ეროვნული ასამბლეა ერთი წლის განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ.
„ჩვენ ვთხოვთ სასამართლოს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან უმოქმედობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს და ICO აკრძალვის გადაწყვეტილება შეცვალოს“.
კომპანიას მიაჩნია, რომ აღნიშნული აკრძალვა „საკუთრების თავისუფლების და მოქალაქეების თანაბარ უფლებებს“ არღვევს.
სამხრეთ კორეის კრიპტოსფეროს დარეგულირების პოზიცია სხვა ქვეყნების, მაგალითად მალტას, პოზიციებისგან მკვეთრად განსხვავდება. Cointelegraph-ის ინფორმაციით, ივლისში მალტა „ბლოკჩეინ-კუნძულად“ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქვეყნის პარლამენტმა სამი კონონ-პროექტი დაამტკიცა, რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში კრიპტო-ინდუსტრიაში უპრეცენდენტო სიცხადე იყო შეტანილი.
მიუხედავად ამისა, CryptoCompare-ს ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, სამხრეთ კორეამ კრიპტოვალუტის ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობის მონაცემებით, მალტას აჯობა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს „კონკურენციით, მაინინგის სატრანზაქციო საკომისიოებით და მოქმედი ფასდაკლების აქციებით“ არის გამოწვეული.
ასევე წაიკითხეთ
უმსხვილესმა ჰაი-ტეკ კომპანიებმა მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგეს - მეტი ვიდრე ყველა კრიპტოვაუტამ ერთად
Facebook-ის, Amazon-ის, Apple-ის, Netflix-სა და Google-ის აქციებმა ერთად 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ოდენობის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. საკუთარ რეკორდულ მაქსიმუმამდე ვარდნასთან ერთად, მათთან დოლარის ექვივალენტში კიდევ უფრო მეტი დანაკარგი დაფიქსირდა, ვიდრე 2018 წელს ყველა ერთად აღებული კრიპტოვალუტის შემთხვევაში.
Wall Street Journal: ასობით ICO თაღლითობას წარმოადგენს
27 დეკემბერს Wall Street Journal-ის გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეულობით კრიპტოვალუტური პროექტი თაღლითური და პლაგიატის მოქმედების ნიშნებს აჩვენეს.