ოთხშაბათს, სან-ფრანცისკოში მოღვაწე კრიპტოვალუტურმა საინვესტიციო კომპანიამ Layer1-მა განაცხადა, რომ მათ PayPal-ის დამაარსებელმა პიტერ ტილმა, საწყისი დაფინანსების მიზნით, ორი მილიონი აშშ დოლარი ჩაურიცხა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მათ გუნდს ტექნოლოგიურ და ფინანსურ სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
Layer1-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და დამაარსებელი ალექსანდერ ლიგლი, ცოტა ხნის წინ, საგადასახადო სააგენტოს დაკვეთით, თაღლითური ქმედებების ამომცნობ სპეციალური პლატფორმის შექმნაზე მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პიტერ ტილს ისეთი ინვესტიციის დაბანდება სურს, „რომელიც კრიპტოვალუტური კომპანიის კატეგორიას განსაზღვრავს“. Layer1-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ახალი პროდუქტი ღია საწყის კოდზე იქნება შემუშავებული.
ამ მომენტისათვის კომპანია პრივატული კრიპტოვალუტა Grin-ის შემქნაზე მუშაობს და მისი ზრდის მხარდასაჭერად, სპეციალური ტექნოლოგიის დანერგვასაც გეგმავს. შემმუშავებლების თქმით, კრიპტოვალუტის გამოშვება 2019 წლის დასაწყისში არის დაგეგმილი, რომელიც მასშტაბურობის და კონფიდენციალურობის მაღალი დონით გამოირჩევა.
Layer1-ის დაფინანსება, ტილის გარდა, MIT Media Lab Bitcoin Developer Fund-ის ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა ჯეფრი ტარანტმაც გადაწყვიტა. გარდა ამისა, ტრანტი, საინვესტიციო ფირმა Protege Partners-ის თანადამფუძნებელიც არის, რომელშიც 2016 წელს ალექსანდერ ლიგლმა სტაჟირება გაიარა.
მასალების მიხედვით financemagnates.com
ასევე წაიკითხეთ
"თავს უშველეთ!" - ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავკაცმა საფონდო ბაზრის ჩამოშლა იწინასწარმეტყველა
როგორ დავიცვათ კაპიტალი საფონდო ბირჟაზე გაუფასურებისგან? როგორ დივერსიფიცირებენ ინვესტორები ჩამონგრევისგან ფასიანი ქაღალდების ბაზარის რისკებს?
Bitcoin-ის ფასის შემცირებისას ინვესტირების სამი მიზეზი
Bitcoin-ს ბაზარი ვარდნას, აღმავლობასა და კვლავ ვარდნას განიცდის. ამჟამად კრიპტოვალუტა 5 098 აშშ დოლარად იყიდება. თუკი თქვენ თვლით, რომ Bitcoin-სა ან კრიპტოვალუტის სხვა ნაბისმიერ სახეობაში ინვესტირება გვიანია, ეს ასე არ არის. შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით, დრო ჯერ კიდევ არის.