შედარებით პატარა პოსტბჭოთა რესპუბლიკამ კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება შესძლო. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ცნობებით, საქართველოს მოსახლეობის თითქმის 5 %-ს უკვე შეძენილი ან დამაინინგებული აქვს კრიპტოვალუტა.
„მსოფლიო ბანკის ანგარიშის „კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი: 2018 წლის ეკონომიკური ანგარიში ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ თანახმად, კრიპტოვალუტების და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში ამიერკავკასიის რეგიონში საქართველო ერთ-ერთი ლიდერია“ - ასეთი ციტატა მოყავს Forbs Georgia-ს ზემოთ მოყვანილი ოფიციალური დოკუმენტიდან.
ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკურმა ზრდამ პიკს მიაღწია და 2017 წელს 2.7 % შეადგინა. წელს ეს მაჩვენებელი 2.3 %-მდეა გაზრდილი. ანგარიშის თანახმად, ისეთ ქვეყნებს როგორიც საქართველოა, ფინანსური პროცესების მოდერნიზაციისთვის და სხვადასხვა სერვისების გაუმჯობესებისთვის ახალი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალება აქვს.
კვლევის თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის წარმოების მოცულობის მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 5% კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის და მასში ინვესტირების პროცესებში აქტიურადაა ჩართული.
ევროპის და ცენტრალური აზიის ბევრმა სახელმწიფომ კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებისთვის, საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ჰანს ტიმმერმა. „საქართველოს შემთხვევაში კრიპტოვალუტის მაინინგი საკმაოდ გავრცელებული ფაქტია
- დასძინა მან.
გარკვეულ წილად ამ ფაქტორს საგადასახადო შეღავათები და ელექტროენერგიის შედარებით დაბალი საფასური განაპირობებს.
ტიმმერის აზრით, დროთა განმავლობაში გაიზრდება კლიენტების ფინანსური კონტროლის და მთავრობის მხრიდან მათი უსაფრთხოების დაცვის გაძლიერების საჭიროება.
მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საუკეთესო მაჩვენებლები გამოავლინეს.
მასალების მიხედვით http://www.coinfox.info
ასევე წაიკითხეთ
Bitmain თავისი კლიენტების ხარჯზე ამაინინგებს
Bitmain-ის წინააღმდეგ შეტანილია სარჩელი. მას, მომხმარებლების მიერ შეძენილი Antiminer S9-ს საშუალებით, ბრალად ედება მაინინგი.
ნორვეგიელი მაინერები სუბსიდიების გარეშე დარჩნენ
ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა ბიტკოინის ფასის დაკლების ფონზე, მოგების არ არსებობის გამო, მაინინგის კომპანიები იძულებულები არიან დახურონ მაინერები. ნორვეგიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი წლიდან კრიპტოვალუტური მაინერები ელექტროენერგიის ჩვეულებრივ გადასახადს გადაიხდიან.