ინცზიანის მეწარმეობისა და ვაჭრობის მმართველობამ, რომელიც საწარმოების კანონების შესაბამისობას და მოხმარებლების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. იუნიანის პროვინციის ენერგომომარაგების სამმართველოდან ადგილობრივი მაინინგის კომპანიებს შეტყობინება გაუგზავნეს დარეგისტრირების აუცილებლობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ენერგომომარაგება შეუწყდებოდათ, ოპერაციები კი ავტომატურად შეჩერდებოდა.
საქმე იმაშია, რომ ხელისუფლებამ დაადგინა, რომ უმეტესობა მათგანი სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ელექტროენერგიას მოიხმარს და მათ საქმიანობას არავინ აკონტროლებს, ვინაიდან მრეწველობა ჯერ ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი დარგია. კომპანიები დიდ მოგებას ნახულობენ და ოფიციალურ სახელწოდებაც კი არ აქვთ.
ცნობილია, რომ ჩინეთი მაინინგის ოპერაციების ბაზარზე ლიდერობს და სფეროს უმსხვილესი კომპანიების უმეტესობა აქ არის განთავსებული, მათ შორის კომპანია Bitmain და სხვა კომპანიები, რომლებიც, არა მხოლოდ აწარმოებენ მაინინგის აღჭურვილობას, არამედ მსვილ მაინინგის პულებს მართავენ, სადაც მაინერების ჯგუფები აერთიანებენ თავიანთ აღჭურვილობას, რათა შემდეგი ბლოკის გათვლის შანსები გაზარდონ.
მაინინგის საქმიანობისთვის ძირითადი უპირატესობა ქვეყანაში იაფი ან სუბსიდირებული ელექტროენერგიაა. მაგალითად, იუნიანის პროვინციაში, რომელსაც ნახშირის დიდი რეზერვები გააჩნია, 1 კილოვატსაათი ელექტროენერგია 4 აშშ დოლარი ღირს. ეს ბევრად ნაკლები, ვიდრე ელექტროენერგიის ტარიფები აშშ-სა და ევროპაში. გარდა ამისა, მაინინგის კომპანიები ადგილობრივ ჰიდროელექტროსადგურებს დამატებით ფასდაკლებას სთხოვენ და შედეგად, ზოგიერთი მათგანი ერთ კილოვატსაათში სულ რამდენიმე ცენტს იხდის.
მარეგულირებლების რეფორმების ფარგლებში, იუნიანის პროვინციის მთავრობამ გადაწყვიტა შეემუშავებინა ახალი წესები, რომლითაც მსგავს კომპანიებს აიძულებდნენ დაარეგისტრირონ ნამდვილი სახელწოდება, გაიარონ საგადასადო ინსპექტირება, მიუთითონ დაფინანსების წყარო და უფრო მეტიც, მიუთითონ თვის განმავლობაში რა რაოდენობის ელექტროენერგიის დახარჯვას აპირებენ.
თავიანთ შეტყობინებაში, მარეგულირებელმა ელექტროსადგურებს მაინინგის კომპანიებისთვის ელექტროენერგიის შეღავათიან ფასებში მიყიდვა აუკრძალა. ამგვარად, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ელექტრომოხმარება მოაწესრიგოს და გააკონტროლოს ამ კომპანნიების საქმიანობა, ამავდროულად, მიიღოს გადასახადები და გამოყენებული ენერგიის რაოდენობა განსაზღვროს.
მასალების მიხედვით newsbtc.com
ასევე წაიკითხეთ
პარაგვაი მსოფლიოში უმსხვილესი მაინინგის ფერმის მშენებლობას უჭერს მხარს
Blockchain Technology Foundation დაარსებიდან სამხრეთ კორეაში მდებარეობდა, თუმცა, ცოტა ხნის წინ, ფონდმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მაინინგის ფერმის და კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტის შექმნასთან დაკავშირებით პარაგვაის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.
ოთხი დღის განმავლობაში მაინერმა მხოლოდ $1.07 გამოიმუშავა
Reddit-ის მომხმარებელმა - „nstran541“-მა განაცხადა, რომ აპლიკაცია WinMiner დახმარებით 4 დღის მანძილზე კრიპტოვალუტის გამომუშავების გზით მისმა შემოსავალმა $1.07 შეადინა. მაინერმა არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა მონეტას გამოიმუშავებდა, მაგრამ უკმაყოფილებას სხვა მომხმარებლებიც იზიარებენ, რადგან ამ ეტაპზე ელექტროენერგიის საფასური ბევრად აღემატება გამომუშავებული კრიპტოვალუტისგან მიღებულ მოგებას და ამის გამო ბევრმა მაინერმა კრიპტოვალუტის მოპოვებაზე უარი თქვა.