სულ რაღაც ერთი დღით ადრე, Bitcoin Cash-ის კრიპტოვალუტური ბაზრის კაპიტალიზაცია ფორკამდე $200 მილიარდ დოლარს ჩამოსცდა.
ჯერ კიდევ 7 ნოემბერს მისი ღირებულება $220 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული და მრავალი ხარი თვლიდა, რომ ბიტკოინის ფასს შეეძლო MA 200 გადაელახა და გრძელვადიან პერსპექტივაში მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწევდა, რომელიც წინა წლის დეკემბერში დამყარდა.
ეს პერსპექტივა არ გამართლდება, ამიტომ ოთხშაბათს კრიპტოვალუტურმა ბაზარმა ნელა, მაგრამ გარდაუვალი ფასის კლება დაიწყო. ჯერ კიდევ ჰარდფორკის დაწყებამდე, Bitcoin Cash-მა ცოტა ხნის წინ მოგროვებული მთლიანი შემოსავალი დაკარგა და ყველა პოზიტიური ამბის მიუხედავად, რაც მოსალოდნელ ღონისძიებას დაჰყვებოდა, ტოპში მეოთხე ადგილზე დაენარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტამ შემცირება განიცადა, Bitcoin Cash-მა ყველაზე უარესი შედეგი გვიჩვენა. თუ არ ჩავთვლით სთეიბლკოინებს, 100 საუკეთესო კრიპტოვალუტიდან მხოლოდ სამმა შეძლო დოლარის მიმართ ფასის შენარჩუნება, ხოლო 10 უმსხვილესი კრიპტოაქტივიდან 7 მინიმუმ 11%-ით დაეცა.
საერთო ჯამში, კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში $19 მილიარდზე მეტით დაეცა და ის აღწერის პერიოდში $192 მილიარდათ არის შეფასებული - ეს ყველაზე დაბალი ფასია ამ წლის სექტემბრის შუა რიცხვების მერე.
ამ პროცესის საინტერესო თავისებურება ისაა, რომ ვერანაირ ნეგატიურ მოვლენას ვერ ვუკავშირებთ.
ასევე წაიკითხეთ
ხარული რბოლა გაუქმდა
კრიპტოვალუტებს შორის უმსხვილესმა ბიტკოინმა ღირებულების ყველაზე დაბალი ვარდნა აჩვენა. Bitcoin Cash (BCH), Ethereum (ETH), Ripple (XRP), Stellar (XLM), Litecoin (LTC), EOS და სხვა აქტივებმა 7%-დან 15%-მდე დაკარგეს.
მოსაზრება: კრიპტოვალუტები «დიდი სულელის» თეორიას ადასტურებს
„სჯობს, თქვენი წარმატება ლას-ვეგასში გამოსცადოთ. იქ საჭმელიც უკეთესია“ - თქვა კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა ჯეფრი რობინსონმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ციფრული აქტივები ინვესტიციები არ არის და ვალუტას არ წარმოადგენს. მიმდინარე კვირაში რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც დოლარები ბიტკოინში დააბანდა, საკუთარი გადაწყვეტილების გამო ინანა, ვინაიდან ციფრული ტოკენის ფასი $5000 ნიშნულს ქვემოთ დაეცა.