ინდოეთში მოახდინეს დემონტაჟი პირველი პომპიანი კრიპტოვალუტის აპარატის, რომელიც მხოლოდ ერთი კვირის წინ სავაჭრო ცენტრ Kempfort Mall-ში დააყენეს, მისი მფლობელი კი რეგულატორის ნებართვის გარეშე მოწყობილობის დაყენებისთვის დააპატიმრეს. ქალაქ ბენგალურუს პოლიციამ საქმე ტერმინალის ნებართვის გარეშე დაყენების ფაქტზე აღძრა და ასევე დააკავა კომპანია „ხარიშა“-ს დამფუძნებელი.
„კომპანია Unocoin-ის მიერ Kempfort Mall-ში დაყენებული კრიპტოვალუტის ტერმინალს არანაირი ნებართვა არ მიუღია მთავრობისგან და ამიტომ იგი ციფრული აქტივებით კანონდარღვევით ოპერირებს“, - ნათქვამია დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების პრესრელიზში.
პოლიციამ დალუქა კომპანია „ხარიშა“, ამოიღო რამოდენიმე მოწყობილობა, მათ შორის ნოუთბუქები და მობილური ტელეფონები, ასევე მოახდინა საკრედიტო და სადებეტო ბარათების, ნაღდი ფულისა და კომპანიის ბეჭდების კონფისკაცია.
კომპანია Unocoin-ს მიერ დაყენებული კრიპტომატი კლიენტებს საშუალებას აძლევდა შეეტანათ და გამოეტანათ თანხა მინიმუმ 1000 რუპის ექვივალენტის ოდენობით. მომავალში მსგავსი აპარატების მონტაჟი მუმბაისა და დელიში იგეგმებოდა.
ოპერაციები ციფრული საშუალებებით არღვევდნენ ინდოეთის ცენტრალური ბანკის დადგენლებას.
მიმდინარე წელს ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოსცა დადგენილება - „ვირტუალურ ვალუტასთან მუშაობის აკრძალვის შესახებ“, რომელიც ფინანსურ დაწესებულებებს უკრძალავს კრიპტოვალუტის საწარმოებთან თანამშრომლობას.
ინდოეთის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლების თქმით, კრიპტოვალუტები არ წარმოადგენენ გადახდის კანონიერ საშუალებას.
მასალების მიხედვით https://www.domain-b.com
ასევე წაიკითხეთ
იაპონიამ კრიპტოვალუტური რეგულირების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
იაპონიამ კრიპტოვალუტური რეგულირების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში პრობლემების გადაწყვეტის გზებს შეიცავს, რომლებზეც ამჟამად არსებული კანონები არ ვრცელდება. კერძოდ, ჰაკერული თავდასხმები, თვითრეგულირება, სავარაუდო დილერები, კონფიდენციალურობა და მარჟინალური ვაჭრობა.
ჯგუფი Huobi ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მუშაობისთვის ახალ პარტიას ჰქმნის
ჯგუფმა Huobi-მ პეკინში, თავის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, კომუნისტური პარტიისთვის კომისია შექმნა. ბირჟა Huobi-ს მფლობელებმა 16 ნოემბერს თავის ვებ-საიტზე განცხადება გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ კერძო კომპანიებში კომუნისტური პარტიის პრინციპებისა და პოლიტიკის „რეალიზება არის აუცილებელი“. ეს, ჩინეთის კრიპტოვალუტური სამყაროსთვის ამ მიმართულებით - პირველი გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მიზნად ბიზნესისთვის პარტიულ მხარდაჭერას ისახავს