სამხრეთ კორეის იურისტები დაჟინებით ითხოვენ, რომ მთავრობამ კრიპტოვალუტებისა და ინვესტორების დაცვის მიმართულებით კანონები შეიმუშავოს.
როგორც წესი, კორეის ადვოკატთა ასოციაცია, რომლის წევრობა ყველა ადგილობრივი იურისტისთვის სავალდებულია, კონკრეტული ტექნოლოგიების ან ბიზნეს-ინტერესების სასარგებლოდ საჯარო კამპანიებს არ აწარმოებს. თუმცა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების განვითარება ნორმატიულ რეგულირებაში სიცხადეს საჭიროებს.
სამხრეთ კორეის მთავრობა, მსოფლიოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური ქვეყნისა, რომელშიც საქმიანობას წამყვანი კრიპტო-ბირჟები Bithumb და Coinbit ეწევიან, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების უგულებელყოფის გამო საკუთარი მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა.
„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ მთავრობას, ნეგატიურ აღქმაზე უარი განაცხადოს და ისეთი კანონები შეიმუშავოს, რომლებიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარებას შეუწყობს ხელს და იმ პრობლემების პრევენციას განახორციელებს, რომლებიც კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით იქმნება“, - განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა კიმ ჰიუნმა პარლამენტში პრესს-კონფერენციაზე გამოსვლისას.
მთავრობამ განაცხადა, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რეგულირების შესახებ საკუთარ პოზიციას მხოლოდ პრობლემის საგულდაგულოდ შესწავლის შემდეგ გაახმოვანებს, რასაც ამჟამად როგორც სახელმწიფო, ასევე საფინანსო მარეგულირებლები ახორციელებენ.
ბლოკჩეინ ტექნოლოგია ტრანზაქციების აღრიცხვის საშუალებას იმგვარად იძლევა, რომ აქტივები გაყალბებისა და თაღლითობისგან დაიცვას. თუმცა, ვინაიდან ბიტკოინ-მისამართების გატეხვის მრავალი შემთხვევა არსებობს, იურისტები მთავრობას მოუწოდებენ, ტექნოლოგიების შესაძლებლობები სათანადო რეგულირებით გააძლიეროს და მომხმარებლების აქცივები დაიცვას.
მასალების მიხედვით in.reuters.com
ასევე წაიკითხეთ
იაპონური ბირჟა Coincheck წლის ბოლოს ლიცენზიას აიღებს
ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nikkei-ს ცნობით, იაპონიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტო (FSA) კრიპტოვალუტური ბირჟა Coincheck-ისთვის ლიცენზიის გაცემას აპირებს.
პოლონეთში კრიპტიგადასახადი შედის ძალაში
არც ისე დიდი ხნის წინ პოლონეთის მთავრობამ კანონშისაშემოსავლო გადასახადების თაობაზე ცვლილებები შეიტანა. ამიერიგან განახლებული კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 1–ელ იანვარს შევა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ გადასახადებსაც მოიცავს.