სინგაპურში ორგანიზებულ ფესტივალზე Fintech-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტიან ლაგარდმა აღიარა, რომ თანამედოროვე ტენდენციებსა და მსოფლიო ეკონომიკის ციფრულ აქტივებზე გადასვლის შესაძლებლობის უგულებელყოფა აღარ შეიძლება. მანვე დასძინა, რომ ცენტრალური ბანკის (CBDC) ციფრული ვალუტების ემისიის საკიხი განსაკუთრებული ყურადღებით მიდგომას საჭიროებს.
ერთის მხრივ, ლაგარდის აზრით კრიპტოაქტივების მთავარი მანიპულატორები ისეთი როგორიცაა Bitcoin, Ethereum და XRP მუდმივად სრულყოფილებისკენ არიან მიმართულნი. თუმცა ამავდროულად დეცენტრალიზებულ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული შესაძლო რისკების ალბათობა კვლავაც მაღალია. შესაბამისად CBDC-ს ალტერნატივის სახით მისი განხილვა ჯერ-ჯერობით ნაადრევია. სწორედ ამიტომაც ლაგარდი კონცეფციაში, რომელზეც არსებული კრიპტოვალუტებია დაფუძნებული ბოლომდე არ არის დარწმუნებული.
ეს აზრი სრულად არის გამოხატული საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მოხსენებაში. ფონდის მიერ ჩატარებული ფულადი აქტივების სხვადასხვა ფორმების შედარებამ აჩვენე, რომ თითქმის ყველა პარამატრით კრიპტოვალუტები წაგებაში არიან და მოცემულ ეტაპზე ფულის ფუნქციის შესრულება არ შეუძლიათ. მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციების მიუხედავად, მოცემული მიმართულება ჯერ კიდევ შეიცავს რისკებს. ციფრულ ვალუტას უდაოდ დიდი პერსპექტივები და პოტენციალი აქვს, თუმცა ამავდროულად მსოფლიო ფინანსური სისტემისთვის ის ბევრი რისკის მატარებელია.
ამავე აზრს სრულად იზიარებს ეკონომისტი ნურიელ რუბინი, რომელმაც 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი იწინასწარმეტყველა. ლაგარდის მოხსენებაზე გაკეთებულ კომენტარში მან აღნიშნა, რომ საკუთარი ციფრული ფულის შემუშავებისკენ მიმართულ მოწოდებას CBDC-სთვის არსებული კრიპტოვაუტების ან ბლოკჩეინის გამოყენების მოწოდებასთან საერთო არაფერი აქვს. სწორედ ამიტომ კრიპტოენთუზიასტების ეიფორია ნაადრევია. რუბინის აზრით, ამ ეტაპზე არ არსებობს ეროვნული ბანკი, კორპორაცია თუ სახელმწიფო დაწესებულება რომელიც საკუთარ ბალანსს ან მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრს, ბლოკჩეინის ერთრანგიან, დეცენტრალიზირებულ და ამავდროულად ყველასთვის ხელმისაწვდომ სისტემაში განათავსებს. რუბინიმ აღნიშნა, რომ მოცემულ თემაზე ცალკე სტატიას წერს და სამომავლო ცენტრალური ბანკების ციფრულ ვალუტებს კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინთან საერთო არაფერი ექნება. ისინი უბრალოდ გააფართოებდნენ ცენტრალური ბანკების ბალანს და გაცილებით სწრაფი და ეფექტური საგადასახადო სისტემები უზუნველყეს.
ასევე წაიკითხეთ
პირველმა ინდურმა კრიპტომატმა სულ ერთი კვირა "იცოცხლა"
ინდოეთში მოახდინეს დემონტაჟი პირველი პომპიანი კრიპტოვალუტის აპარატის, რომელიც მხოლოდ ერთი კვირის წინ სავაჭრო ცენტრ Kempfort Mall-ში დააყენეს, მისი მფლობელი კი რეგულატორის ნებართვის გარეშე მოწყობილობის დაყენებისთვის დააპატიმრეს. ქალაქ ბენგალურუს პოლიციამ საქმე ტერმინალის ნებართვის გარეშე დაყენების ფაქტზე აღძრა და ასევე დააკავა კომპანია „ხარიშა“-ს დამფუძნებელი.
რუსეთის საგადასახადო სამსახური მზადაა კრიპტოვალუტების საკითხს სერიოზულად მოეკიდოს
რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი მიხაილ მიშუსტინი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტა ადამიანებს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების და შესაბამისად სახელმწიფოს მოტყუების საშუალებას აძლევს.