Bitcoin-ის დათვურ წელიწადს უკეთესი დღეებიც ქონია, იმის გათვალისწინებით, რომ ტოკენის ფასმა 8%-ზე მეტად დაიკლო და ამჟამად Bitstamp-ის ბირჟაზე 3989.94$-ს შეადგენს. 2018 წლის 26 ნოემბერს The Week-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სწორი რეგულირების მიღების შემთხვევაში, კრიპტოვალუტას გახანგრძლივებული შავი პარასკევისგან აღდგენაში მიეხმარებოდა.
სინგაპურის კრიპტოვალუტური ბირჟა Cryptology-ის მთავრი კომერციული დირექტორი, ჰერბერტ სიმი ამტკიცებს, რომ ბაზარი აღდგება, თუ კი მთავრობა შესაბამის მარეგულირებელ ბაზას მიიღებს.
მარეგულირებელმა ორგანოებმა ერთიანი სტანდარტის დანერგვა უნდა მოახერხონ, რათა სარეველები მოაშორონ, ბაზარმა წინსვლა განაგრძოს და ინვესტორებმა კი ტრანზაქციები უსაფრთხოდ განახორციელონ. როგორც კი მარეგულირებლის მიერ კრიპტოვალუტა დაკანონდება, იგი განვითარების ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
კრიპტოვალუტის შემმუშავებლებმაც დაყარეს იარაღი და ფასების გაზრდას ელოდებიან. კომპანია Diar-ის მონაცემებით, მაინერებს დაახლოებით, უხეშად რომ ვთქვათ, 30-დან 45 პროცენტამდე მოგება ესაჭიროებათ, რათა ქსელიდან გამოთიშვა არ მოუხდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, 56 პროცენტიან საშუალო მოგებას ნახულობენ, ბოლოდროინდელი Bitcoin-ის ფასის კლების გათვალისწინებით, წინა კვირას მარჟა 39 პროცენტამდე დაეცა, რამაც უამრავი მაინერის გამოთიშვა გამოიწვია.
ასევე წაიკითხეთ: მაინინგის რენტაბელურობა - მითი თუ რეალობა?
მასალების მიხედვით btcmanager.com
ასევე წაიკითხეთ
აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს
ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.
ესპანეთმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად მოქალაქეები ვალდებულნი არიან ციფრული აქტივების შესახებ ინფორმაცია გამოააშკარაონ
ესპანეთის მასობრივი საშუალებების ცნობით, ესპანეთის მინისტრთა საბჭომ თაღლითობასთან ბრძოლის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ესპანეთის მოქალაქეები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად დაადეკლარირონ ციფრული აქტივები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ფლობენ. ამგვარად, კრიპტოვალუტით მიღებული მოგება საგდასახადო სამსახურში აისახება, რაც არ ხდებოდა და არ რეგულირდებოდა რაიმე კანონით.