ციფრული აქტივების საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც ვაშინგტონში 5 დეკემბერს ჩატარდა, აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წარმომადგენელმა რეკომენდაცია გასცა, რომ Bitcoin ETF-ის მიმართებაში გადაწყვეტილების მიღების ლოდინი არ ღირს.
ჰესტერ პირსმა, რომელსაც მეტსახელად «Crypto Mom» შეარქვეს იმის გამო, რომ ის კამერონ და ტაილერ უინკლვოსების მიერ შემოთავაზებულიBitcoin-ETF-ის მიღებაზე SEC-ის უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, თვლის, რომ კრიპტოვალუტური ან Bitcoin-ETF-ის დამტკიცება შესაძლოა წლობით გაიწელოს.
შესაძლოა, ისინი 20 წლის შემდეგ, ან სულაც ხვალ იყოს ნებადართული. SEC-ს Finhub-ის შესაქმნელად დიდი დრო დასჭირდა. ბირჟებზე სავაჭროდ გამოტანილ პროდუქტებზე ნებართვას კი შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს.
პირსი ასევე ცდილობს საკუთარი კოლეგები დაარწმუნოს, კრიპტოვალუტის მიღების მიმართ “ნაკლებად მიკერძოებლები იყვნენ”.
მეჩვენება, რომ ჩვენ კრიპტო-სივრცეში ინსტიტუციონალიზაცია უნდა წავახალისოთ. ეს ის არ არის, რაც საზოგადოებაში ადამიანებს სურთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინსტიტუციონალურ სექტორში ისეთი ინვესტორები არსებობენ, რომლებსაც ამ საზოგადოებაში მოხვედრა სურთ. ინდივიდუალური ინვესტორებისთვის ასეთ სივრცეში მოხვედრის საუკეთესო საშუალება მისი უფრო მეტად ინსტიტუციონალიზაციაა.
პირსი თვლის, რომ ადამიანებმა კანონი უნდა დაიცვან, მაგრამ მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულირება ახალ ან ინოვაციურ იდეებს არ აფერხებდეს.
“მსურს დავრწმუნდე, რომ ინოვაციებისთვის კარი საკმარისად ფართოდაა ღია და ისინი რეგულირებით ზედმეტად შეზღუდული არ არის”, - განაცხადა მან.
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში SEC-ის თავმჯდომარემ, ჯეი კლეიტონმა Bitcoin ETF-ის მიღებასთან დაკავშირებული რაიმე კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ რამდენიმე საკითხი, რომელიც მარეგულირებლის წუხილს იწვევს, ჯერ კიდევ გადაუჭრელია.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
იაპონიის მთავრობას შესთავაზეს დაბეგვრის პირობებში ცვლილებები შეიტანონ
იმისთვის რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის აღიარების სტიმულირება მოხდეს და ინვესტორებისთვის დანაკარგების შემცირება ზარალის დროს, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიპონ იშინი, კანონმდებლობაში 4 ცვლილების შესატანად რეკომენდაციით გამოდის.
აშშ-ს ახალი კანონმდებლობა სთავაზობს, რომ კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად არ ჩაითვალოს
ჩაითვალოს 20 დეკემბერს აშშ-ს ორმა კონგრესმენმა წარმომადგენელთა პალატას განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით კრიპტოვალუტა ფასიან ქაღალდებად აღარ ჩაითვლება. „2018 წლის კანონპროექტი ტოკენების კლასიფიკაციის შესახებ“ უორენ დევიდსონმა და დარენ სოტომ წარადგინეს. ის ფასიანი ქაღალდების შესახებ 1933 წლის კანონსა და 1934 წლის ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონში ცვლილებების გზით, ფასიანი ქაღალდების განსაზღვრებიდან ციფრული ვალუტების ამოღებას სთავაზობს.