იმისთვის რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტის აღიარების სტიმულირება მოხდეს და ინვესტორებისთვის დანაკარგების შემცირება ზარალის დროს, ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიპონ იშინი, კანონმდებლობაში 4 ცვლილების შესატანად რეკომენდაციით გამოდის.
პირველი ცვლილება ითვალისწინებს მიმდინარე 55%-ანი განაკვეთის ნაცვლად, ცალკე 20 პროცენტიანი მოგების განაკვეთის დაწესებას, რადგან კრიპტოვალუტური გარიგებისგან შემოსავალი არასტაბილურია და ზარალის დიდი ალბათობა არსებობს. შესაბამისად, კრიპტვალუტურ მოღვაწეობაში სხვა ინვესტიციურ აქტივებთან თანასწორად უნდა დაიბეგროს.
მეორე, კანონმდებელმა გასცა ზარალის მომავალში გადატანის უფლების რეკომენდაცია. ამჟამად, თუ თქვენ მოგიწიათ ზარალის ნახვა ერთი წლის განმავლობაში და შემდეგ კრიპტოვალუტიდან მოგებას იპოვით შემდეგ წელს, თქვენ მაინც უნდა გადაიხადოთ მოგების გადასახადი, წინა ზარალის გაუთვალისწინებლად. თუმცა, სხვა ტიპის ინვესტიციური აქტივებისთვის, გადასახადების გადამხდელებს შეუძლიათ გამოაკლონ ზარალი საერთო მოგებას და გადაიხადონ გადასახადი მიღებული სხვაობით.
მესამე შესწორება, ეხება ორ ციფრულ ვალუტას შორის ვაჭრობით მიღებული მოგების, გადასახადისგან გათავისუფლება.
იმისთვის, რომ ციფრული ვალუტებს შორის ტრანზაქციების მოცულობა გაიზარდოს და ბაზარი გამოცოცხლდეს, მათ შორის ვაჭრობა არ უნდა იბეგრებოდეს. გარდა ამისა, ასეთი მოგების გაანგარიშება უკიდურესად ძნელი და შრომატევადი პროცესია.
და ბოლო ცვლილება ეხება, მცირე გადახდების დაბეგვრის მოხსნას. მაგალითად, დღეს, როდესაც ადამიანი რესტორანში კრიპტოვალუტით იხდის, მან უნდა გადაიხადოს ფიატიდან კრიპტოვალუტაში კონვერტირების მოგების გადასახადი, რაც ამგვარ გადასახადებს ნაკლებად მიმზიდველს ხდის მომხმარებლისთვის.
ოქტომბერში, ქვეყნის საგადასახადო კომისია ასევე ეძებდა საგადასახადო დეკლარაციების მიწოდების არსებული გზის შემსუბუქებას, რათა სათანადოდ მიეხმაროს კრიპტოვალუტურ ინვესტორებს, მათი შემოსავალის ინფორმაციის მიწოდებისთვის.
ასევე წაიკითხეთ
პოლონეთში კრიპტიგადასახადი შედის ძალაში
არც ისე დიდი ხნის წინ პოლონეთის მთავრობამ კანონშისაშემოსავლო გადასახადების თაობაზე ცვლილებები შეიტანა. ამიერიგან განახლებული კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 1–ელ იანვარს შევა, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ გადასახადებსაც მოიცავს.
იაპონია და კრიპტოვალუტები: უნიკალური სიტუაცია
იაპონია ის ადგილია, სადაც კრიპტოვალუტა გაჩნდა, ადგილი, სადაც Bitcoin.com-ის შტაბ-ბინა მდებარეობს და სადაც პირველი კრიპტოვალუტის გამცვლელი პუნქტი MtGox გაჩნდა. იდუმალებით მოცული, ბიტკოინის შემქმნელის სატოში ნაკამატოს სამშობლოც აქ არის. ამ ყველაფრის მიუხედავად, აღმომავალი მზის ქვეყანაში ციფრული მოძრაობის განვითარება დასავლეთისთვის საიდუმლოდ რჩება.