Tether-მა, სტეიბლკოინ USDT-ს ემიტენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად: მათ „განახლებული პლატფორმა გაუშვეს, რომელიც ახალი კლიენტების ვერიფიკაციის და Tether-ის ფიატში და უკანს გაცვლის პირდაპირ საშუალებას იძლევა“.
Tether-ის წარმომადგენლების თქმით, USDT-ს დიდმა პოპულარულობამ „გაუთვალისწინებელი მასშტაბებით“ ზრდა განაპირობა, რამაც, თავის მხრივ, „თავდაპირველი მოდელის მუშაობა არასტაბილური გახადა“. ამის გამო, კომპანიამ პლატფორმა Bitfinex-ს დახმარებისთვის მიმართა, რომელიც უფრო ფართო მოხმარებისთვის იყო შემუშავებული.
მიუხედავად იმისა, რომ, მას შემდეგ, რაც Bitfinex-დან ფულის გამოტანასთან შექმნილი სირთულეების გამო, Tether-ის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა, სტაბილური მონეტების ბაზარზე ის მაინც წამყვან პოზიციებს იკავებს.
„საფულის ორიგინალური ვერსიის შესაქმნელად, სადაც ყველა ოპერაცია მესამე მხარეთა მონაწილეობის გარეშე იქნება შესაძლებელი“ კომპანიამ Deltec Bank & Trust Limited-თანაც დაამყარა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები. ახლახანს გავრცელებული ინფრომაციის თანახმად კი, გუშინდელი დღიდან ტრეიდერებს „Tether-ის ფიატში (1:1) მომენტალური კონვერტაციის საშუალება აქვთ, ხოლო უახლოეს მომავალში ისინი USDT-ს ყიდვასაც შეძლებენ“.
ამ ნიუსის უარყოფითი მხარე იმაშია, რომ, თუ გსურთ USDT-დან USD-ში Tether-ის ვებ-გვერდზე გადაცვლა, მინიმუმ 100 000 USDT გესაჭიროებათ. ამავე ინფორმაციის თანახმად, ახალი მოთხოვნები „Tether-ის ინვესტორების პროფესიონალური ინტერესების გათვალისწინებით“ მოხდა.
მასალების მიხედვით https://www.cryptoglobe.com
ასევე წაიკითხეთ
Binance სტაბილური მონეტების ერთობლივ ბაზარს ქმნის
უმსხვილესმა კრიპტოვალუტურმა ბირჟა Binance-მა, ახალი ერთიანი სტეიბლკოინების ბაზრის პლატფორმის შექმნის შესახებ, განცხადება გააკეთა. კომპანიის წარმომადგენლებმა ახალი ბაზარის შესახებ არანაირი დეტალები არ გაამხილეს, თუმცა ვიცით, რომ USDT ამ პლატფორმის ნაწილი იქნება.
USD Coin-ი Binance-ზე იქნება ხელმისაწვდომი
ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბირჟამ - Binance-მ, ლისტინგში USDC დაამატა. Binance-მ USDC-თვის დეპოზიტები გახსნა და USDC/ BTC-ს ვაჭრობს, ხოლო 17 ნოემბრიდან აღმოსავლეთის სტანდარტული დროით 10:00-ზე USD / BNB წყვილის ვაჭრობა დაიწყება.