მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტებისთვის, მერყეობის თვალსაზრისით, მარტივი წელი არ ყოფილა, მისი ბანკომატებისთვის რაოდენობა ამ პერიოდში გაორმაგდა და ოთხი ათასს გადააჭარბა. 2018 წელს Data Light-ის სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ, დღეში 6 ახალი ბანკომატი იდგმებოდა.
საინტერესოა, რომ თითქმის ყველა მათგანი ბიტკოინს გვთავაზობს იმ დროს, როდესაც Litecoin-ი მხოლოდ 2421-ზეა ხელმისაწვდომი, Ethereum-ი თითქმის ნახევარზე, Dash-ი 729-ზე.ზოგიერთი ბანკომატი გვთავაზობს ასევე Zcash-ს (67), Dogecoin-ს (79) და Monero-ს (128), რაც კრიპტოვალუტის მეტად ფართო აღიარებას ადასტურებს და არა მხოლოდ ყველაზე პოპულარულებისას.
თუ შევხედავთ გრაფიკულ გამოსახულებას, მაშინ აპარატურის უმეტესობა,წლის პირველივე თვეებში დამონტაჟდა, როდესაც ციფრულ ვალუტაზე ფასები ჯერ კიდევ შედარებით მაღალი იყო.
კომპანია Coin ATM Radar-ის საიტზე 4085 კრიპტოვალუტური ბანკომატის რუქის ნახვაა შესაძლებელი, მსოფლიოს 76 სხვადასხვა ქვეყანაში, რის მიხედვითაც აშშ-ში 1258 კრიპტომატს ითვლის, საიდანაც 100-ზე მეტი Bitcoin Cash-ის მხარდაჭერას უზრუნველყოფს, გაერთიანებულ სამეფოში 200-ზე მეტ მანქანას, ცენტრალურ ევროპაში - 750, სამხრეთ ამერიკაში 65 მანქანასა და ავსტრალიაში - 54-ს.
არსებული ბანკომატების რაოდენობა მხოლოდ ფართო მიღებას და იმ ფაქტს ამტკიცებს, რომ სულ უფრო მეტი ხალხი იწყებს კრიპტოვალუტაში გადასახადების გადახდით სარგებლობას.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
Facebook-ი გაარკვევს თუ სად მიდიხართ მანამ, სანამ თქვენ ამას დააპირებთ
Facebook-ი დაადგენს სად აპირებთ წასვლას, მანამ სანამ ის რეკლამას გამოგიგზავნით. ამის დადგენა ახალ ტექნოლოგიაზე მიღებული პატენტის მეშვეობით მოხდება. აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოს მიერ გაცემული პატენტი მონაცემთა ბაზაში მომხმარებლის ადგილსამყოფელის არსებული მონაცემებს ეყრდნობა. ასევე, სხვა პირების ანალოგიურ მონაცემებს იყენებენ იმის პროგნოზისთვის თუ სად და როდის აპირებენ ისინი წასვლას.
ცუგი - ევროპის ყველაზე სწრაფადგანვითარებადი ტექნიკური ცენტრია
შვეიცარიული ქალაქი ცუგი, ამ ეტაპზე, ევროპის ყველაზე ტექნოლოგიურ ცენტრად ითვლება და სადაც „შვეიცარიული კრიპტო-ველი“ არის განლაგებული. წინა კვირას, ლონდონის საინვესტიციო კომპანიის Atomico-ს ანგარიშში სახელწოდებით „ევროპული ტექნოლოგიების მდგომარეობა“, ცუგი წამყვან ქალაქად დასახელდა.