27 დეკემბერს რამოდენიმე ადამიანმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საფულეებს ჰაკერები თავს დაესხნენ, და მათ დაახლოებით 250 ბიტკოინის მოპარვა შეძლეს (დაახლოებით $937 000). მოგვიანებით შეტევა კომპანია Electrum-მაც დაადასტურდა. მისი წარმომადგენლების თქმით, ჰაკერმა საფულის ყალბი ვერსია შექმნა, რათა ნამდვილი საფულეების მომხმარებლების პაროლი გაეგო.
“ჰაკერმა დიდი რაოდენობის ვირუსული სერვერი დააყენა”, - წერს მოხმარებელი Reddit u/normal_rc. “თუ თქვენი საფულე ამ სერვერებიდან ერთ-ერთთან არის დაკავშირებული და თქვენ ვინმესთვის BTC-ის გადაგზავნას ცდით, თქვენ ნამდვილთან იდენტური ფანჯარა ამოგიხტებათ და Electrum-ის საფულის განახლებას ვირუსული ბმულით შემოგთავაზებთ”.
Reddit-ის სხვა პოსტში ნათქვამია:
“საფულეზე შესასვლელად სისტემამ ორდონიანი კოდი მოითხოვა. მე ვიფიქრე, რომ ეს საკმაოდ უცნაურია, ვინაიდან, როგორც წესი, სისტემა მხოლოდ გადაგზავნისას ითხოვს მსგავს დადასტურებას. დადასტურების კოდის შეყვანის შემდეგ, გამოჩნდა შეცდომა, რომელიც არ მაძლევდა საფულეზე შესვლის საშუალებას. შემდეგ მე სხვა კომპიუტერზე აღვადგინე საფულე, და აღმოვაჩინე, რომ ყველა ჩემი ანგარიში განულებული იყო”.
u/normal_rc-ის არაოფიციალური გათვლებით, ჰაკერის ძირითად საფულეზე, ამ ეტაპზე, დაახლოებით 243 BTC-ინახება.
გუშინ Electrum-მა საკუთარ ტვიტერზე ინციდენტის შესახებ დაწერეს:
“ასევე გაცნობებთ, რომ Electrum-ი ს მომხმარებლებზე ფიშინგური შეტევები გრძელდება. ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდი - electrum.org-ია. ნუ გადმოწერთ Electrum-ის საფულეს სხვა რესურსებიდან”.
მასალების მიხედვით cointelegraph.com
ასევე წაიკითხეთ
Samsung-ი ცივი შენახვის მომსახურებას შესთავაზებს
დასავლური მედიის ინფორმაციით, კომპანია Samsung კრიპტოვალუტის სერვისზე მუშაობს, რომელიც Galaxy S10-სთან ერთად ჩაეშვება.
NEO-ს ბაგი ჰაკერებს შემოსავალის საშუალებას აძლევს
ჩინური ინტერნეტ-კომპანია Tencent-ის თანახმად, NEO-ს მომხმარებლებმა ნებისმიერ წამს შეიძლება დაკარგონ თავისი ფული, ვინაიდან, ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების სისტემაში სისუსტე აღმოჩნდა, რომელიც ჰაკერებს ამის გამო დისტანციური წვდომის საშუალებას აძლევს.