წინა კვირას უცნობმა მომხმარებელმა ერთი მისამართიდან 24 საათის განმავლობაში 35 მილიონი ტოკენი Litecoin-ის გადარიცხა, რაც მონეტების საერთო კაპიტალიზაციის 60 პროცენტს შეადგენს. თუმცა, კრიპტოპლატფორმაზე ვაჭრობა ამ ტრანზაქციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს ბირჟის გარე გარიგებას უფრო ჰგავს.
პირველად კომპანია Litecoin.com-მა ნიუსი ტვიტერში 3 დეკემბერს გამოაქვეყნა და შემდეგ, პოსტი Litecoin-ის შემქმნელმა ჩარლი ლიმ გააზიარა.
„ახალმა Litecoin-ვეშაპმა $1,1. მილიარდის ღირებულების ტრანზაქცია განახორციელა“.
ამ სახსრებით Litecoin-ის 100 ყველაზე მდიდარ საფულეს 40 ახალი საფულე დაემატა. თვითოეულ საფულეზე დაახლოებით 300 000 Litecoin-ი დევს.
ეს ტრანზაქცია ყველაზე მსხვილია თებერვლის შემდეგ, როდესაც თითქმის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა იყო გადაადგილებული.
მას შემდეგ ქსელის 24-საათიანი ბრუნვა, ფასების შემცირების მიუხედავად, ყოველ დღე დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც, შესაძლოა, რომელიმე აქტიურ საქმიანიბაზე მიუთითებდა, რომელიც მონეტების გამოყენების სტიმულაციას ახდენდა.ეს ეს საქმიანობა კი შეიძლებოდა Litecoin-ის მიღებით იყო გამოწვეული და არა მისი ფასის სპეკულაციით.
არავინ იცის ვინაა, ეს ვეშაპი, მაგრამ მაინც ღირს შეხსენებად, რომ მას ახლა ყველა მონეტის 15% ეკუთვნის. ამას შეეძლო გაყიდვების ზეწოლის შემცირება, რომელიც Litecoin-ზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.
მასალების მიხედვით cryptodaily.co.uk
ასევე წაიკითხეთ
დენ ლარიმერის ტოკენის ახალი კონცეპცია
დანიელ ლიმერი Blockchain-ისა და EOS Block.One-ს ტექნიკური დირექტორია, ცნობილია როგორც პროექტიდან პროექტებზე გადასვლის ფაქტებით, ახალი მონეტის შექმნითაც კი, როდესაც წინა მონეტა წარუმატებელი აღმოჩნდა
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen-ისა და Litecoin-ის ანალიზი 31.10.2018-სთვის
ვაჭრობის დაბალი მოცულობისას წყვილების დინამიკა ვიწრო გვერდულაში კონსოლიდირებას გამოიწვევს. ბაზრის გამოცოცხლების შემთხვევაში დაკლება შესაძლოა აღდგეს.