გუშინდელი ზრდის გარკვეული შეზღუდვის მიუხედავად, საერთო ტრენდი ხარული რჩება და კვირის ბოლოსთვის ალტკოინების უმეტესი ნაწილის ფასი მაღალ პოზიციებზე უნდა დაიხუროს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ADA/USD ტრეიდერებს მხარდაჭერის დონეზე სტოპების დროს შეიძენენ.
ADA/USD
ძველი შემთხვევებს მსგასად, ტრეიდერებს ამჯერადაც ვურჩევთ, რომ პირვანდელი მიზნებით ADA 12 ცენტად შეიძინონ.
ეს ნიშნული წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი ზღუდეა და მის ზემოთ განხორციელებული ყველა გარბენი დათვური ზეგავლენის არარსებობაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში ხარებს შეუძლიათ მიზნად 20, შემდეგ კი - 40 ცენტიანი ზღვარი დაისახონ.
ამ მომენტისთვის, ჩვენ გირჩევთ, რომ სტოპები 7.5 ცენტზე დადოთ, 9.5 ცენტიან მოკლევადიან სამიზნეზე.
XMR/USD
ზრდის მაღალი დონის სხვა მონეტებისგან განსხვავებით, Monero-ს ფასი მიმდინარე კვირაში მხოლოდ 9 %-ით გაიზარდა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს სტაბილური ზრდაა და საერთო ჯამში ფასმა 120 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია. ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზებისა და ბაზრის საერთო გაფართოების მიუხედავად, ჩვენ გირჩევთ დაიცადოთ სანამ ფასი 120 აშშ დოლარის ნიშნულზე არ გამყარდება, ან სულაც 130 აშშ დოლარის ნიშნულს არ მიაღწევს. ეს საშუალებას მოგცემთ დარწმუნდეთ, რომ მყიდველები ბაზარს სრულიად აკონტროლებენ.
ეს ნიშნავს, რომ XMR/USD წყვილის ფასი ჯერ 15 ოქტომბრის მაქსიმუმების ფასის მაღლა უნდა დაიხუროს. მანამდე გირჩევთ, რომ ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ, სანამ XMR/USD-ს წყვილი 120 აშშ დოლარის ნიშნულთან მერყეობს.
ასევე წაიკითხეთ
TRX-ს და XMR-ს მიმოხილვა 06.12.2018-სთვის
გამყიდველების ზეწოლა გრძელდება, სავსებით მოსალოდნელია, რომ ბევრი ალტკოინის ფასი 2018 წელს ახალ მინიმუმამდე დაეცემა.
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 30.11.2018-სთვის
გუშინ მყიდველების აქტიურობის შემცირება შეინიშნებოდა. ჩვენ კვლავინდებურად ვინარჩუნებთ კორექციის განვითარების იმედს მომდევნო ფიბონაჩის დონესთან. თუმცა, ჩამოყალიბებული კონსოლიდაციის დიაპაზონიდან სავსებით შესაძლებელია დაუნ-ტრენდში იპოვოს გამოსავალი.