აღდგენის ფასის განახლების ალბათობა განახლებული მინიმუმების შემდეგაც შენარჩუნებულია. დღეს ალტკოინების ფასები წინააღმდეგობის მიზნობრივ დონეების მიღწევას შეეცდებიან
XLM/USDStellar Lumen-მა გუშინ დღიური მინიმუმი 0.112 წერტილში დაამყარა, მაგრამ ჯერ საშუალო მცოცავი EMA55-ის თავზე აღდგენის უნარი არ დაუკარგავს, 0.140 USD-ს წინააღმდეგობის შესამოწმებლად. ჩვენი ხარული სცენარი, Stellar Lumen-ის შესახებ, ჯერ კიდევ აქტუალურია. მაგრამ თუ XLM-ს ფასი 0.107 USD დონეს გადალახავს, მაშინ 0.100 USD-ის მხარდაჭერისკენ დაკლება გაგრძელდება.
BCH/USDBitcoin Cash ABC-ს ფასი ძალიან ვიწრო დიაპაზონში, 100 დოლარიან ფსიქოლოგიურ დონეზე იმყოფება. ვაჭრობის მოცულობა არც ისე დიდია და გაყიდვები გააქტიურდება მხოლოდ 100.00 USD-ის დაბლა საგრძნობად ჩაზნექვის შემდეგ. მცირე მოცულობის პირობებში, შედეგიან აღდგენაზე იმედების დამყარება არ ღირს. საშუალო ფასების დონე მოთხოვნას 120.00 USD დონეზე შეზღუდავს.
EOS/USDგუშინდელი მინიმუმის შემდეგ, 1.788 USD წერტილში, EOS-ის ფასმა დღეს აღდგენა დაიწყო. გუშინდელი მიზნობრივი დონე, საშუალო მცოცავი EMA55-ის სახით, ჯერ არ გადაილახა, მაგრამ წითელი ტრენდული ზოლის გარღვევის შესაძლებობა, 2.40 USD-ის სივრცეში, ჯერ შენარჩუნებულია.
თუ საშუალო ფასების დონის წინააღმდეგობის გადალახვა არ მოხერხდა, მაშინ წყვილი შეიძლება 1.550 USD-ის წლიური მინიმუმის სივრცეში შემობრუნდეს.
LTC/USD
როგორც ჩანს, Litecoin-მა ჯერ ვერ ამოწურა ვარდისფერი დიაპაზონის ზედა საზღვრის გადალახვის მცდელობები. დიდი ალბათობაა, რომ დღეს LTC ფიბონაჩის ნულოვან დონეს ( 26.31 USD) გახვრიტავს.
მაგრამ შეძლებს კი იგი ხვალამდე ისე შორს გასვლას, რომ 30.00 USD-ის წინააღმდეგობა შეამოწმოს? - ჯერ უცნობია, თუმცა სტოჰასტიკის მაჩვენებლები მსგავს ზრდას გვიჩვენებენ.
ასევე წაიკითხეთ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: გლობალურმა ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აპოკალიფსი ახლოვდება
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ვალმა მორიგ მაქსიმუმს მიაღწია - 247 ტრილიონი დოლარი 2018 წლის პირველ კვარტალში. ამ ციფრიდან, არასაფინანსო სექტორზე 186 ტრილიონი დოლარი მოვიდა, განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 06.12.2018-სთვის
დღეს დილით, დათვურმა იმპულსმა ფასები ახალ მინიმუმამდე ჩაზნიქა. ფასის აღდგენა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და მალევე დაკლება განახლდეს.