რა მომენტამდე შენარჩუნდება ფასის აღდგენა მიზნობრივი წინააღმდეგობის დონეებთან და რა არის დაუნ-ტრენდის გაგრძელების ნიშანი? შევეცდებით გავარკვიოთ დღევანდელ მიმოხილვაში.
BTC/USDგუშინ ჩვენ ვნახეთ, თუ რა ბეჯითად იმუშავეს ნარინჯისფერმა საზღვრებმა ვიწრო დიაპაზონში, BTC-ის ფასის შემობრუნებისთვის. წყვილმა ვერ შეძლო ფიბონაჩის ნულოვანი დონის (3474.73 USD) წინააღმდეგობის დაძლევა, ხოლო დაკლებისგან იგი სამკუთხედის ქვედა საზღვარმა შეაკავა. იმისთვის, რომ Bitcoin-ის ფასმა აღდგენა განაგრძოს, ზედა საზღვრის გადალახვაა აუცილებელი. შემცირების ტრენდში ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა.
დღეს პატერნის ქვედა საზღვარზე დინამიკას დავაკვირდებით. თუ გარღვევა დაფიქსირდა და ფასი 3240.00 USD-ის ქვემოთ ჩავიდა, მაშინ ეს კორექციის ვადამდელი დასრულების ნიშანი იქნება. თუ ფასი შემობრუნდება და განმეორებით შეეცდება 0%-იანი ფიბოს გარღვევას, მაშინ 3750.00 USD მიზნობრივ დონესთან შესაძლებელია ზრდა.
XRP/USDგუშინ Ripple კონსოლიდაციას მართკუთხა დიაპაზონში აგრძელებდა. ფასმა საშუალო მოცულობის პირობებში 0.300 USD ზოლს მიაღწია და შემცირდა მოცულობაც. შესაძლებელია, ჩვენ ხარების ძალების შესაძლებობას ვაჭარბებთ და 0.330 USD წინააღმდეგობის რე-ტესტი არ იყოს მოსალოდნელი. მაგრამ, სანამ ყვითელი დიაპაზონის ქვედა საზღვარი წყვილს გვერდულში აკავებს, მიზნობრივ დონესთან გარღვევის შანსი არსებობს. თუ ქვედა საზღვარი შემობრუნების ტაქტიკას არ შეიმუშავებს, მაშინ ეს დაღმავალი ტრენდის განახლების ნიშანი იქნება, ხოლო ახლომდებარე მხარდაჭერის დონე, სადაც ფასი მომდევნო მინიმუმს დაამყარებს, 0.280 USD ნიშნული იქნება.
ETH/USDEthereum-ი გუშინ შევიწროვებადი დიაპაზონის ნარინჯისფერ საზღვრებს მკაფიოდ მიუყვებოდა. ზედა საზღვრის გარღვევის ალბათობა შენარჩუნდა, მაგრამ შემცირებული მოცულობიდან გამომდინარე, ხარებს დამაგვირგვინებელი კორექციისთვის ძალა არ ეყოფათ. მეტად სავარაუდოა ქვედა საზღვრის გარღვევის არსებობა და მინიმუმის 76.00 USD-ის მიდამოში განახლება.
*ყველა ფასის მოცემულობა ნაჩვენებია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემების გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 08.12.2018
გუშინდელი მინიმუმის შემდეგ, ბაზარმა საკმაოდ შედეგიანი აღდგენა დაიწყო, მაგრამ გაგრძელდება თუ არა კორექცია უქმეებზე?
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS-ის და Litecoin-ის ანალიზი 20.11.2018-სთვის
დილით, ალტკოინების ფასის კლება ახალი ძალებით განახლდა. იმ აქტივებმაც კი, რომლებიც გუშინ ცდილობდნენ გვერდულში დღე გადაეგორებინათ, გახვრიტეს მხარდაჭერის დონეები და მინიმუმები განაახლეს.