შევაფასოთ მიზნობრივ დონეზე აღდგენის გაგრძელების ალბათობა.
XLM/USD
გუშინ Stellar Lumen-ის გამოსყიდვა 0.112 USD-ის დონიდან აქტიურად მიმდინარეობდა, ხოლო 0.120 USD-ის ნიშნულთან ვაჭრობის მოცულობა შემცირდა და ფასიც ქვემოთ ჩაცოცდა. სანამ წყვილი 0.107 USD ქვემოთ არ ჩამოსულა, ისევ არის 0.140 USD-ის მიზნობრივ დონესთან აღდგენის შანსი, მაგრამ როგორც კი წლიური მინიმუმის დონე დაიძლევა, აღდგენის არსებობა შეგვიძლია დავივიწყოთ. შემდეგი წლიური მინიმუმი 0.100 USD-ის მიდამოში იქნება.
EOS/USD
EOS-ის საკმაოდ კარგი ვაჭრობის მოცულობა 1.90 USD-ის დონიდან დაიწყო. ფასმა 2.00 USD-ის ნიშნული გადალახა, მოცულობამ დაკლება დაიწყო და წყვილი საშუალო მცოცავ EMA55-თან შემობრუნდა. EOS-ის ღირებულების საშუალო ფასების დონესთან ზრდამ, Bitcoin Cash ABC-თან კაპიტალიზაციის საერთო დონესთან შედარებით, მას უპირატესობა მოუტანა. ამჟამად EOS-ი რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს, $1.75 მილიარდით.
თუ დღეს წყვილი 1.780 USD-ის დაბლა დაიწევს, მაშინ ეს მიზნობრივ 2.300 USD-ის ნიშნულთან აღდგენას გამორიცხავს. ასეთი დინამიკა იმაზე მიგვანიშნებს, რომ კვირის ბოლომდე წყვილი წლიურ მინიმუმს 1.400 USD-ის მიდამოში განაახლებს.
BCH/USD
Bitcoin Cash ABC-ს ფასი გუშინ წივრო გვერდულ დიაპაზონში კონსოლიდირდა, 100.00 USD-ის ფსიქოლოგიური ნიშნულის ქვეშ. ასეთი კონსოლიდაცია Bitcoin Cash ABC-ს საშუალებას აძლევს ყველაზე მაღალი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოაქტივების ათეულის მე-7 პოზიცია დაიკავოს.
მერვე ადგილზე განთავსდა Bitcoin Cash SV. მისი კაპიტალიზაცია $1.5 მილიარდს შეადგენს, რაც დაახლოებით $200 მილიონით ნაკლებია, ვიდრე Bitcoin Cash ABC-სი.
BCHSV/USDC-ს წყვილი საშალო მცოცავის დონის დაბლა ჩაჯდა და არც თუ ისე საიმედო მხარდაჭერისკენ, 83.00 USD-ის მიდამოში მიემართება. მეტად ძლიერი მხარდაჭერა 76.80 USD-ის დონეზე იმყოფება. კვირის ბოლომდე BCHSV-ს ფასი მასაც შეამოწმებს.
LTC/USD
სასაზღვრო დონე, რომლის დაბლაც ფიბონაჩის ნოლოვან დონემდე აღდგენა შეუძლებელი იქნება, 22.8 USD-ის ნიშნულზე მდებარეობს, მაგრამ ფასი ჯერ ამ დონის თავზეა, სადაც მიზნობრივი 30.00 USD-ის ნიშნულამდე აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
ასევე წაიკითხეთ
კრიპტოვალუტური წყვილების BTC/USD, XRP/USD და ETH/USD ანალიზი 17.12.2018-სთვის
გასულ კვირა დღეს დათვური ზეწოლა შესამჩნევად შემცირდა. თუმცა, ახლომდებარე წინააღმდეგობის დონეების გადალახვა ჯერ ვერ მოხერხდა. იქნება თუ არა დღეს ბაზრის აღდგენის ახალი მცდელობები წარმატებული?
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 07.12.2018-სთვის
დილანდელი მინიმუმები საბოლოო არ არის. შემცირება მოკლევადიანი კორექციის შემდეგ განახლდება.

