კორექციის მიზნობრივი დონეები გუშინ მიღწეული იქნა და დღეს დღის განმავლობაში, ღამის მაქსიმუმებიდან უკუსვლა იგეგმება.
BTC/USDგუშინ BTC-ის ფასმა იისფერი სხივის 3241.00 USD-ის წინააღმდეგობის გადალახვა შეძლო. ამავდროულად, შესყიდვების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა, თითქმის სამჯერ აღემატებოდა საშუალო დონეს. საღამოს ფიბონაჩის ნულოვანი დონის 3474.73 USD-იანი ზღვარი გადალახა და მაქსიმუმი 3590.00 USD-ის წერტილში დაამყარა, ხოლო დღის დასასრულისთვის, წყვილი ფობონაჩის 0% მხარდაჭერასთან დაეშვა. ამგვარად, გუშინ BTC-ის ფასმა ჩვენი მიზნობრივი კორექციის დონეებს მიაღწია, რომელზედაც კვირის მიმოხილვაში ვსაუბრობდით. ჯერ ღიად რჩება ჩვენი ყველაზე ოპტიმისტური სცენარის რეალიზაციის საკითხი, 3750.00 USD-ის წინააღმდეგობის რე-ტესტის შესახებ.
სტოჰასტიკის ინდიკატორი გადამყიდველობის სივრცეშია. შეძლებს თუ არა დღეს ფიბონაჩის ნულოვანი დონის ზემოთ შესყიდვების შენარჩუნებას, იმავე დიდი მოცულობებით? -სავარაუდოდ არა! 3750.00 USD-ის დონის რე-ტესტის ალბათობა ძალიან დაბალია. იისფერ 4241.00 USD-ის მხარდაჭერასთან უკუსვლა ყველაზე სავარაუდო გაგრძელებაა.
XRP/USDგუშინდელი ყვითელი დიაპაზონის ქვედა საზღვრის გადალახვის მცდელობებმა, ჩვენი 0.330 USD-ის მიზნობრივი დონის ყველაზე ოპტიმისტური გეგმის მოლოდინს გადააჭარბა. XRP-ს ფასმა მოახერხა ამ მიდამოში წინააღმდეგობის გადალახვა და მაქსიმუმის 0.332 USD-ის წერტილში დაფიქსირება. ამაღამ წყვილმა უკვე 0.340 USD-ის დონე შეამოწმა, მაგრამ გადამყიდველობის სივრცეში მყოფი სტოჰასტიკი, ფასის მომავალ დაკლებაზე მიუთითებს. თუ წითელი 0.330 USD-ის დონე ფასს მხარს არ დაუჭერს, მაშინ Ripple დაგორდება კონსოლიდაციის ყვითელ დერეფანში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ 0.330 USD-ის მხარდაჭერის რე-ტესტი და აღდგენის გაგრძელება 0.380 USD-მდე.
ETH/USDგუშინ ETH-ს ფასის დინამიკა, ჩვენი პროგნოზით, ოდნავ შეუფასებელი დარჩა. წყვილმა შეძლო, ნარინჯისფერი სამკუთხედის ზედა საზღვარი გადალახა და 90.00 USD-ის მიდამოში შევარდნა მოახერხა, ასევე მაქსიმუმის 96.78 USD-ის წერტილში დამყარება. როგორც ჩანს, Ethereum-ის გმირობა ამით დასრულდება და წყვილი ფიბონაჩის ნულოვანი დონის 98.11 USD-ის წინააღმდეგობის დაძალვას ვერ მოახერხებს. ვვარაუდობთ, რომ დღეს უკუსვლა მოხდება საშუალო მცოცავ EMA55-თან , რომელიც ეთერეუმის მკვეთრ ვარდნას შეაჩერებს.
*ყველა ფასის მოცემულობა მოყვანილია ბირჟა Bitstamp-ის მონაცემების გამოყენებით.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 10.12.2018-სთვის
მიმდინარე შემცირების მიუხედავად, ბაზრის აღდგენის ფაზა არ დასრულებულა. მომავალი კორექციისთვის მიმდებარე წინააღმდეგობის განსაზღვრას ვცდილობთ.
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 28.12.2018
ფასების დაკლებამ ჯერ მხარდაჭერის მიზნობრივ დონეებს ვერ მიაღწია და ხანმოკლე აღდგენის შემდეგ შესაძლებელია გაგრძელდეს.