კვირის ახალი მაქსიმუმების განახლება შემცირებად მოცულობებზე მიმდინარეობდა, ამიტომ საკვანძო მხარდაჭერების დონეზე კონსოლიდაციის დიდი ალბათობა არსებობს.
BCH/USDგუშინ ჩვენ მხოლოდ 150.00 USD დონის რე-ტესტს ვვარაუდობდით, მაგრამ ასეთი დიდი BCH-ს შეწყიდვის რაოდენობა, ნოემბრის შუა რიცხვების შემდეგ არ ყოფილა. მყიდველების გადაჭარბებულმა აქტივობამ Bitcoin Cash ABC-ს ფასი 228.89 USD მაქსიმუმამდე ააფრინა. ამჟამად ვაჭრობის მოცულობამ მკვეთრად დაიკლო, მაგრამ ფიბონაჩის 23.6% დონე BCH-ს ფასს მხარს უჭერს, სავსებით შესაძლებელია ზრდა ფიბონაჩის 38.2%-მდე (289.51 USD) ავიდეს.
Bitcoin Cash SV-ზე აჟიოტაჟურმა მოთხოვნამ ფასის ზრდის პროვოცირება მოახდინა. ერთ დღეში კაპიტალიზაციის მოცულობა $2.2 მილიარდამდე გაზარდა და ყველაზე კაპიტალიზირებულ კრიპტოაქტივების რეიტინგში მე-9 ადგილიდან მეშვიდე ადგილზე წაწია. დღეს ფასის ზრდა 133.00 USD ნიშნულამდე გაგრძელდება. თუმცა ტექნიკური ინდიკატორები გადამყიდველობის სივრცეში იმყოფებიან და ზრდის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ 110.00 USD მიდამოში დაკლების ან 120.00 USD ნიშნულის მიდამოში კონსოლიდაციის შემდეგ.
EOS/USDგუშინდელი სამდოლარიანი დონის რე-ტესტის მცდელობა 2.90 USD მაქსიმუმზე გაწყდა, რის შემდეგაც EOS-ის ფასი ჩამოგორდა ყვითელი ოთხკუთხედის ზედა საზღვართან. ვაჭრობის მოცულობა ამ დროისთვის მცირდება და სავსებით შესაძლებელია, რომ უქმეები წყვილმა ყვითელ გვერდულ დიაპაზონში გაატაროს.
XLM/USDგუშინ 0.140 USD დონის შემოწმება ვერ მოხერხდა. ამაღამ, როდესაც Lumen-ის ფასი 0.139 USD დონეს მიუახლოვდა, დათვური ზეწოლა განახლდა და წყვილი იძულებული გახდა 0.125 USD სივრცეში დაბრუნებულიყო. როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, მყიდველებსა და გამყიდველებს შორის პოზიციური ბრძოლა გაგრძელდება და Stellar Lumen-ი, 0.140 USD წინააღმდეგობასა და საშუალო მცოცავ EMA55-ს შორის კონსოლიდაციაში გადავა.
LTC/USDგუშინ ახალმა ხარულმა ბიძგმა Litecoin-ის ფასი ფიბონაჩის 23.6% (33.43 USD) დონემდე მიიყვანა. თუმცა, წყვილის პროგნოზირებული შემცირება 30.00 USD მხარდაჭერასთან ჯერ რეალიზებული არ არის. წყვილი 31.00 USD დონეზე კონსოლიდაციაში გაიჭედა და ქვემოთ, ოცდაათდოლარიან ნიშნულისკენ, ძალიან ნელა სრიალდება, სადაც კვირის ბოლომდე კონსოლიდაციაში შეიძლება დარჩეს.
ასევე წაიკითხეთ
Bitcoin Cash, EOS, Stellar Lumen და Litecoin ანალიზი 20.12.2018-სთვის
გუშინ ალტკოინებმა კვირის მაქსიმუმები დააფიქსირეს. შეძლებს თუ არა დღეს ბაზარი მწვანე სივრცეში შეყოვნებას?
კომპანია Fundstrat-ის ექსპერტებმა იციან, როდის დადგება გაყიდვის დრო
ორშაბათს ბიტკოინმა არც თუ ცუდი აღდგენის დემონსტრირება მოახდინა და სტატიის დაწერის მომენტში 3591 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. მონეტის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზრის აღდგენის ფონზე, რომელიც უმეტესად ტექნიკური და სპეკულატიური ფაქტორებით იყო გამოწვეული, დაახლოებით 8%-ით გაიზარდა.