თამბაქოსა და ლატარეის ბილეთებით მოვაჭრე ფრანგულმა მაღაზიებმა ხელშეკრულება კომპანია Keplerk-თან დადეს და 2019 წლიდან მომხმარებლებს ბიტკოინს შესთავაზებენ.
ფრანგული ახალი ამბების გამომცემლობა LeParisen წერს, რომ ფრანგულმა ფინანსურმა გიგანტმა, კომპანია Keplerk-მა, ადგილობრივი საკასო აპარატებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელთან ხელშეკრულება დადო, რათა თამბაქოს მაღაზიებს ბიტკოინით ვაჭრობის შესაძლებლობა მიცემოდათ.
ეს მაღაზიები კლიენტებს ვაუჩერს შესთავაზებენ , რომელიც კომპანია Keplerk-ის მფლობელობაში არსებული ციფრული საფულის მეშვეობით გადაცვალონ BTC-ში. ეს იქნება მსოფლიოში პირველი შემთხვევა, როდესაც კრიპტოვალუტის გაყიდვა რეალურ სავაჭრო ობიექტებზე ხდება.
"თამბაქოს მაღაზიების მფლობელები - საუკეთესო კავშირია, იმიტომ, რომ მათ კლიენტები ენდობიან და ვაუჩერების გაყიდვას შეჩვეულები არიან"- განაცხადა ადილ ზაჰარმა, Keplerk-ის განვითარებისა და სტრატეგიის დირექტორმა.
საფრანგეთის ეროვნულმა ბანკმა კრიპტოვალუტაში დაბანდების რისკების შესახებ ინვესტორები გააფრთხილა და 21 ნოემბერს გამოაცხადა, რომ Keplerk-ის ინიციატივას არ აკონტროლებს.
განცხადებაში ნათქვამია, " ისინი ვინც ბიტკოინში ან სხვა კრიპტოვალუტაში ინვესტიციას დებენ, თავიანთი რისკისა და საფრთხის გამო აკეთებს ამას"
საფრანგეთში დაახლოებით 24 000 ლიცენზირებული თამბაქოს მაღაზიაა, რომლებიც უკვე ყიდიან ლატარეის ბილეთებს , მობილური ტელეფონებისა და მუსიკალური აპლიკაციების ანგარიშებს ავსებენ.
კომპანია Keplerk-ის პროექტს დააფინანსებს და თითო შემდგარი გარიგებიდან საკომისიოს 7% აიღებს.
მასალების მიხედვით coinidol.com
ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინი, ეპიტაფია თუ პანეგირიკი
Bitcoin-ი 2008 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. დღეს, 10 წლის შემდეგ, მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა რთული ფინანსური სისტემის სათავაშია, რომელსაც ბაზარი და მსხვილი ინვსეტორები სიფრთხილით აკვირდებიან.
სახლი მანჰეტენზე ბიტკოინის სანაცვლოდ
მანჰეტენის 40 Riverside Drive პრესტიჟული მისამართის შესაძენად სულ რაღაც 2500 ბიტკოინი დაგჭირდებათ. მე-19 საუკუნის სახლი 5 წელში რეკონსტრუირდა და კრიპტოვალუტის სანაცვლოდ, უძრავი ქონების აუქციონზეა გამოტანილი.