ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ბაზაზე აგებული პირველი კიბერსპორტული პლატფორმის - FirstBlood-ის წარმომადგენლებმა ახალი დეცენტრალიზებული აპლიკაციის ბეტა ვერსიის ამოქმედების შესახებ განაცხადეს. მისი გამოყენებით მოთამაშეები ერთმანეთს 1ST ტოკენების მოპოვებაში შეერკინებიან.
ბეტა ვერსიაში ერთადერთი ხელმისაწვდომი თამაში - Dota 2-ია. FirstBlood-ის ინფორმაციით, ამჟამად ავტორების გუნდი თამაშის მრავალმოხმარებადი და გუნდური რეჟიმების დამატებაზე მუშაობს. ასევე პლატფორმაზე სხვა ახალი თამაშების დამატებაც მიმდინარეობს.
FirstBlood პლატფორმაზე ყოველი PvP-ი რაუნდი სხვადასხვა როლის შემსრულებელ მინიმუმ ოთხ ადამიანს საჭიროებს:
მოთამაშეები: ადამიანები, რომლებიც 1ST-სთვის ერთმანეთს ეჯიბერბიან;
ჰოსტი: ადამიანი როომელიც Dota 2-ში ლობის ქმნის;
მოწმე: შემთხვევითი წესით შერჩეული ადამიანი, რომელმაც მატჩის შედეგი უნდა დაადასტუროს;
ნაფიცმსაჯული: შემთხვევითი წესით შერჩეული ადამიანი, რომელიც მოწმის ვერდიქტის სისწორეს ადასტურებს.
თამაშის დაწყებისთვის მოთამაშეებს Ethereum ქსელში აქაუნთის შექმნა, 1ST ტოკენები, აპლიკაცია FirstBlood, და ასევე Steam და Dota 2-ის დაინსტალირებული კლიენტები სჭირდებათ. გამარჯვებულ პირზე გაცემული თანხა საპრიზო ფონდის 90 %-ს შეადგენს. დანარჩენი ნაწილი ჰოსტის, მოწმის და ნაფიც მსაჯულს შორის, მოთამაშეების მიერ ამ როლების შერჩევის სტიმულირებისთვის ნაწილდება.
დეცენტრალიზირებული აპლიკაციის FirstBlood-ის გაშვებამდე კომპანია მომხმარებელს კიბერტურნირის სისტემას სთავაზობდა, რომელშიც ყველა მოქმედება - რეგისტრაციით დაწყებული და საპრიზო თანხის გაცემით დასრულებული - სრულად ავტომატიზირებული იქნებოდა. თანამშრომლობისთვის კომპანიამ კიბერსპორტული ორგანიზაციები Cloud9 და Envy მოიწვია. მოცემულ ფლატფორმაზე მიმდინარე ყველა მატჩის ტრანსლირება Twitch-ზე ხდება, არხი - FirstBlood.
მომზადებულია sludgefeed.com-ის მასალების მიხედვით
მასალების მიხედვით https://sludgefeed.com
ასევე წაიკითხეთ
ბლოკჩეინი YouTube-ზე ცენზურის საკითხს მოაწესრიგებს
ბოლო დროს ბლოგერები სულ უფრო ხშირად აწყდებიან კონტენტის ფილტრაციის მკაცრ ალგორითმებს. უკანასკნელი წლების განმავლობაში მასალებზე ცენზურის დადების წყალობით, რომლებიც AdSense სარეკლამო პოლიტიკას არ შეესაბამებიან, პლატფორმამ ბევრი უარყოფითი გამოხმაურება დაიმსახურა.
ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?
ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.