Goldman Sachs არსებობის განმავლობაში ყველაზე უარეს სკანდალში გაეხვა - მრავალმილიარდიანი საერთაშორისო თაღლითობა. გამომძიებლები ამ საქმეს მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკს უკავშირებენ, რომელმაც თაღლითობის გზით მოპოვებული სახსრები ფუფუნების საგნებზე და ცხოვრების ექსტრავაგანტულ რიტმზე დახარჯა.
რაზაკი თავისმიერვე შექმნილ „ეროვნული კეთილდღეობის ფონდს“ აკონტროლებდა. Goldman Sachs-ი ბანკის წყალობით, ფონდის ანგარიშზე დასმულ თანხების უმეტესობა, რაზაკის პირად საბანკო ანგარიშზე გადადიოდა. ეს ფული მან პიკასოს ერთ-ერთი ტილოს, Birkin-ის ჩანთების შეძენისთვის და ჰოლივუდური ფილმის „უილ-სთრითის მგელი“ გადაღების ანაზღაურებისთვის გამოიყენა. ამერიკელი პროკურორების განცხადებით, რაზაკის პირად ანგარიშებზე დაახლოებით 731 მლნ აშშ დოლარი იყო გადარიცხული.
ეს Goldman Sachs-სთვის წაყენებული პირველი მსხვილი ბრალდება არ არის. ბანკის წარმომადგენლებმა ფინანსური კრიზისის შედეგად დაზარალებული რეპუტაციის და იმიჯის აღდგენაზე წლები დახარჯეს. მაშინ ბანკს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და პირადი ინტერესების კლიენტების ინტერესებზე მაღლა დაყენებაში სდებდნენ ბრალს.
აღნიშნული სკანდალთან დაკავშირებით New York Times-ი შემდეგ ტექსტს აქვეყნებს:
მაკონტროლებელი ორგანოების წარმომაგენლის განმარტებით, მოცემული დანაშაულებრივი სქემის შესახებ ბანკის აზიური განყოფლების მინიმუმ კიდევ ერთმა მაღალი რანგის ხელმძღვანელმა იცოდა. მისი ვინაობა ცნობილი არაა . საქმესთან დაახლოებული სამი პირის ინფორმაციის თანახმად, ყველაფერს აზიური საინვესტიციო-საბანკო ბიზნეს Goldman-ის ხელმძღვანელი ანდერა ველა განაგებდა.
ეს ციტატა განსაკუთრებით მნიშვნელოვნია, ვინაიდან ის გამჭირვალობის არასებობას სრულად ასახავს, რომლისგანაც ტრადიციული საბანკო სისტემა ძლიერ ზარალდება.
მეორე მხრივ, ბლოკჩეინ სისტემებს, სახსრების არამიზნობრივი გამოყენების და თაღლითობის წინააღმდეგ, სპეციალური ჩაშენებული საშუალებები აქვს. მიუხედავად ამისა, ბოროტმოქმედები თანხების დატაცებისთვის ახალი გზების მიგნებას შეეცდებიან. თვისობრივად, გადანაწილებული რეესტრის პირობებში მოცემული სქემის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, ვინაიდან გამჭირვალე ტრანზაქციის გაკონტროლება და შემოწმება სისტემაში ჩართულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
მასალების მიხედვით cryptoticker.io
ასევე წაიკითხეთ
Telefonica IBM Blockchain-ის გამოყენებას დაიწყებს
ესპანური სატელეკომუნიკაციო კომპანია Telefónica- კომპანია IMB-ს თანამშრომლობაზე მოელაპარაკა და მის ბლოკჩეინ-პლატფორმას თავისი ძირითადი ქსელური და ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციისთვის გამოიყენებს. კომპანიას ამგვარად გადაწყვეტილი აქვს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების რეგისტრაციისა და ინფორმაციის პროცესის ოპტიმიზაცია.
Salesforce-მ ბლოკჩეინზე ანტისპამი დააპატენტა
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში გიგანტმა Salefforce-მ პატენტი მიიღო, სადაც email-სპამთან ბრძოლაში ბლოკჩეინ-პლატფორმის გამოყენებას აღწერს. პატენტში განხილულია მომხმარებლების საფოსტო ყუთებში სპამის დაბლოკვის ტექნოლოგია.