Whiteblock-ი - ბლოკჩეინების ტესტირების პლატფორმამ, რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს-დეველოპერებს შეამოწმონ წარმადობა და განავითარონ განაწილებული რეესტრების ტექნოლოგია, განაცხადა, რომ EOS-ი არ არის ბლოკჩეინი. ანალიზის ჩატარების შემდეგ Whiteblock-ი მივიდა დასკვნამდე, რომ EOS-ი არის მხოლოდ გამოთვლების cloud სერვისი.
მკვლევარების ბრენტ სიუს, დხრუვა ლუტრას, ზაკ კოულის და ნეიტ ბლეიქლის სიტყვებზე დაყრდნობით, ტოკენ EOS-ის ფორმირება ხდება ცენტრალიზებულად. გარდა ამისა, EOS-ის პროგრამული უზრუნველყოფის შედარებითი ტესტირების შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ EOS-ის ტრანზაქციების გამტარიანობის უნარი განცხადებულზე ბევრად დაბალია.
ქსელის და საწყისი კოდის ანალიზზე დაყრდნობით, გაკეთდა ასეთი დასკვნები EOS-ის პროგრამულ უზუნველყოფაზე:
-EOS-ი არ არის ბლოკჩეინი. ის არის მონაცემთა ბაზის განაწილებული ერთგვაროვანი სისტემა და მის ტრანზაქციებს არ გააჩნიათ კრიპტოგრაფიული აუტენტიფიკაცია. ტოკენი EOS-ი და RAM- ბაზარი სინამდვილეში cloud-სერვისია, რომელშიც ქსელი იძლევა გარანტიებს გამომთვლელი წყაროების მიმართ კრედიტების ამღები კლიენტებისთვის.
EOS-ს დაბალი გამტარიანობა აქვს, ადგილი აქვს კონსენსუსურ წარუმატებლობებს, გარდა ამისა ქსელს აქვს ბიზანტიელი გენერლების ამოცანის სუსტი შესრულება.
ტესტირების პროცესში კომპანია Whiteblock-მა შექმნა ქსელ EOS-ის რეპლიკა,იმის შესამოწმებლად აქვს თუ არა ქსელს უნარი გაუმკლავდეს კონკრეტულ სტრესულ სიტუაციებს და წარმოების შეცდომებს.
შეფასებული იქნა შემდეგი მაჩვენებლები:
ტრანზაქციული გამტარიანობა
მდგრადობა ქსელის არასასურველი პირობების მიმართ
ცვლადი განაკვეთების და ტრანზაქციების ზომების გავლენა
საშუალო დრო ტრანზაქციის დასრულებამდე
მდგრადობა შეცდომების მიმართ
მკვლევართა ანგარიშში EOS-ი აღწერილია, როგორც Ethereum-ის მკვლელი. გარდა ამისა, ამ კვლევაში გაკეთებულია დასკვნა, რომ EOS-ი ბლოკჩეინიც კი არ არის. როგორც CNN-ი გვატყობინებს, Whiteblock-ის ტექნიკური დირექტორმა ზაკ ქოულმა განაცხადა, რომ მათი კვლევის მიზანი იმაში კი არ იყო, რომ დაემტკიცებინათ ETH-ის უპირატესობა EOS-თან შედარებით, არამედ წარმოედგინათ საზოგადოებისთვის ქსელ EOS-ის ზუსტი ანალიზი მაღალპროდუქტიული და ფუნქციონალური სისტემების სათანადო მშენებლობისთვის.
ასევე ანგარიშში ნათქვამია, რომ EOS-ში ტრანზაქციული მოსაკრებლები ბოლომდე გამორიცხული არ არის. ეს ხარჯები, ალბათ, დანართების დეველოპერებისთვის არ ეკისრებათ, ხოლო ამ დანართების ადმინისტრირების ხარჯი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. EOS ქსელი დაუცველია და არ არსებობს თამაშების თეორიის რეალიზაცია და ბლოკის დასაცავად დამატებითი ალგორითმული წესები. არ არსებობს გარანტია, რომ აქტივები ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნებიან.
სხვა სიტყვებით, EOS-ი ვერ უზრუნველყოფს გამტარიანობას განხცადებულ დონეზე.. სისტემა არ პასუხობს მოთხოვნებს მრავალმილიარდიანი ოპერაციების შასასრულებლად.
ასევე წაიკითხეთ
ვინ გამოიგონა ბლოკჩეინი?
ხალხმრავალ აუდიტორიაში ამ კითხვის დასმისას, ათეულობით დამსწრე ერთხმად წამოიყვირებს - „სატოში ნაკამოტო!“. პასუხი სწორია, თუმცა თუ დავფიქრდებით და ამ კითხვას სხვა მხრიდან შვეხედავთ, პასუხი არც ისე ცალსახა იქნება. ძველი ანდაზა – „ყველაფერი ახალი ეს კარგად დავიწყებული ძველია“ მოცემული შემთხვევის იდეალური შესატყვისია.
ისლამური ბანკი შარიათისთვის DLT-გადაწყვეტილებას მიიღებს
IsDB, რომელიც პროექტს საკუთარი შვილობილი კომპანიის, კერძო სექტორის ისლამური კორპორაციის განვთარების საშუალებით გაუშვებს, ცდილობს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტრადიციულ და ისლამურ ბანკებს შორის, სწრაფად და ეფექტურად შექმნას, ამავდროულად არ დაარღვიოს შარიათის ნორმები.