თუ ტესტირება წარმატებით დასრულდა, სამხრეთ კორეაში ბლოკჩეინ-არჩევნების ქლაუდ სისტემა გაეშვება. The Korea Times-ის ინფორმაციით, სისტემის შექმნის პროცესი დეკემბერში დასრულდება. ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სამინისტრომ უსაფრთხო ონლაინ ხმის მიცემის სისტემა ერთობლივად შექმნეს.
ხმების გაყალბების თავიდან აცილების გარდა, მოისაზრება, რომ ბლოკჩეინ არჩევნები კანდიდატებსა და ამომრჩევლებს მონაცემებისადმი წვდომის საშუალებას მიცემს. ტესტირების შემდეგ, დადებითი შედეგის შემთხვევაში, სამინისტრო და საარჩევნო კომისია სისტემის, სახელწოდებით K-Voting, ინტეგრირებას მოახდენს. აღნიშნული სისტემის გამოყენება ყველა ტიპის არჩევნებში იგეგემება.
2017 წლის მარტში სამხრეთ კორეამ არჩევნებში ბლოკჩეინ სისტემა ერთხელ უკვე გამოიყენა. პროვინცია კიონგიდოში მოსახლეობამ გადაწყვიტა, თუ რომელ მუნიციპალურ პროექტებზე გამოიყოს საბიუჯეტო თანხები. არჩევნებში დაახლოებით 9000 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
მაშინვე ეს სისტემა ჩინოვნიკების მხრიდან რევოლუციურად შეფასდა და მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოყენება უწინასწარმეტყველეს.
გარდა ამისა, ბლოკჩეინ ხმის მიცემა აპრილში აშშ-ს შტატ ვირჯინიაშიც გამოიყენეს. ონლაინ ხმის მიცემა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.
თუმცა, ამ სისტემას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ისინი თვლიან, რომ ონლაინ ხმის მიცემის დროს ამომრჩევლის მოსყიდვა უფრო მარტივია. საარჩევნო ჯიხურებში კი უფრო მარტივად არის საქმე, რადგან მხოლოდ ამომრჩეველმა იცის, თუ რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.
მასალების მიხედვით ccn.com
ასევე წაიკითხეთ
ტაილანდის ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნები ბლოკჩეინის გამოყენებით ჩაატარა
ტაილანდის ძირითადი ოპოზიციური - დემოკრატიული პარტია მსოფლიოში პირველი გახდა, რომელმაც პირველადი არჩევნები ბლოკჩეინის ბაზაზე ჩაატარა. Zcoin ბლოკჩეინზე დაფუძნებული ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის გამოყენებით, პარტიამ თავისი არჩევნები წამატებით ჩაატარა, რომელშიც 120 000 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
ისლამური ბანკი შარიათისთვის DLT-გადაწყვეტილებას მიიღებს
IsDB, რომელიც პროექტს საკუთარი შვილობილი კომპანიის, კერძო სექტორის ისლამური კორპორაციის განვთარების საშუალებით გაუშვებს, ცდილობს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ტრადიციულ და ისლამურ ბანკებს შორის, სწრაფად და ეფექტურად შექმნას, ამავდროულად არ დაარღვიოს შარიათის ნორმები.