29 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში Tron-მა blockchain სათამაშო ფონდის გაშვების გეგმების შესახებ განაცხადა. მისი სახელი Tron Arcade იქნება. ფონდი Tron Arcade, რომელიც „დეველოპერების შესაძლებლობების გაფართოებისთვის“ შეიქმნა, მომავალი სამი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მიიღებს.
ეს ინტერნეტის დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურის შექმნის გზაზე Tron-ის კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. კომპანია, რომელმაც წლის დასაწყისში BitTorrent იყიდა, ამჯერად მისი პოტენციალის რეალიზებას იმედოვნებს და გეიმ-ფონდმა ამ გრძელვადიან გეგმებში არც თუ უკანასკნელი როლი უნდა შეასრულოს.
ამ მიზნით Tron საკუთარი პლატფორმის მიღმა აპლიკაციების შექმნას გეგმავს. მან ქსელი MainNet უკვე გაუშვა, რომელსაც წამში 2000 ტრანზაქციის დამუშავება შეუძლია. Tron-მა მომხმარებლებს საკუთარ ქსელ MainNet-ში რამდენიმე ენის მხარდაჭერით, მათ შორის - Solidity, სმარტ-კონტაქტების გამოყენების საშუალება მისცა.
გარდა ამისა, ფაილების გადაცემის პროტოკოლს BitTorrent 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელი, BitTorrent-ს და Sun uTorrent-ს - დღეში 25 მილიონი აქტიური მომხმარებელი და თვეში 100 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
სტარტაპის უფროსის, ჯასტინ სანის აზრით, ონლაინ-თამაშებმა თავი ტრადიციული ინტერნეტის ყველაზე მომწიფებულ დარგად წარმოაჩინეს.
მომავალში, როდესაც ინტერნეტი მეტად დეცენტრალიზებული იქნება, ონლაინ-თამაშებს, უდავოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. Blockchain ფონდის შექმნის წყალობით, blockchain -ის დეცენტრალიზაციის, გამჭვირვალობისა და უცვლელობის ფუნქციის გამოყენებით, Tron სათამაშო სფეროში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას იმედოვნებს. შედეგად მოთამაშეები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუკეთესო სათამაშო გამოცდილების მიღებას შეძლებენ, blockchain ტექნოლოგიები კი უფრო ფართოდ იქნება გავრცელებული. ინტერნეტის დეცენტრალიზაცია, ბოლოს და ბოლოს, განხორციელდება.
Blockchain ტექნოლოგიის მქონე თამაშები უნიკალურ ნივთებს, საკოლექციო ნივთებს შესთავაზებს, რომლებიც უფრო ღირებული გახდება და გეიმერებს თამაშის დროს ნივთების ან ტოკენების მოპოვების საშუალება ექნებათ.
„ეს სამყარო Ready Player One-ს რეალურს გახდის“ - აღნიშნა ჯასტინ სანმა.
ასევე წაიკითხეთ
ჯონი დეპი სტარტაპ TaTaTu-ს პარტნიორი გახდა
კინემატოგრაფიული კონტექტის შექმნისთვის, მსახიობი ჯონი დეპი არც ისე დიდი ხნის წინ ამოქმედებულ სოციალურ ბლოკჩეინ-პლატფორმასთან TaTaTu გაერთიანდა.
ამიერიდან Dota 2-ში 1ST ტოკენების გამომუშავება შეიძლება
ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ბაზაზე აგებული პირველი კიბერსპორტული პლატფორმის - FirstBlood-ის წარმომადგენლებმა ახალი დეცენტრალიზებული აპლიკაციის ბეტა ვერსიის ამოქმედების შესახებ განაცხადეს. მისი გამოყენებით მოთამაშეები ერთმანეთს 1ST ტოკენების მოპოვებაში შეერკინებიან.