გასული წლის მაისის თვეში, კომპანია Facebook-ის წარმომადგენლებმა ექსპერიმენტული ბლოკჩეინ ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი უხელმძღვანელებდა. მანამდე მარკუსი Facebook Messenger-ის შემმუშავებლების გუნდს მეთაურობდა.
„ბლოკჩეინ გუნდი - ეს Facebook-ის შიგნით ჩამოყალიბებული სტარტაპია, რომლის მიზანიც Facebook-ის მასშტაბით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მუშაობის უზრუნველყოფაა. ჩვენი საბოლოო მიზანია დავეხმაროთ მილიარდობით ადამიანებს საკუთარი აქტივების შენახვაში, ინფორმაციის გავრცელებაში და ასევე სამართლიანი ფინანსური სერვისების მიღებაში“ - ნათქვამია ახალი თანამშრომლების მისაღებ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული თუ რა ბლოკჩეინ პროდუქტები იმუშავებენ Facebook-ზე, წინა განცხადებების გათვალისწინებით კომპანია „საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნის საკითხს სრული სერიოზულობით ეკიდება“.
Facebook-ის და Instagram-ის უშველებელი სამომხმარებლო ბაზის გათვალისწინებით, “Facebook Coin”-ი შეიძლება ერთ-ერთ ძირითად utility ტოკენად გადაიქცეს. თუმცა არსეობს ალბათობა, რომ საბოლოო ჯამში კომპანიის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია დაარღვევს მის წარმატებულობას დეცენტრალიზირებული პლატფორმის ან ვალუტის შექმნაში.
მასალების მიხედვით sludgefeed.com
ასევე წაიკითხეთ
Blockchain-ი გამოუსადეგარია არჩევნების ჩატარებისთვის
ორგანიზაცია Initiative for CryptoCurrencies and Contracts-ის მკვლევარები, რომლებმაც არჩევნებზე ხმის მიცემის ტრადიციული და ბლოკჩეინ-მეთოდები ერთმანეთს შეადარეს, უმრავლესობის ენთუზიაზმს არ იზიარებენ. მათი აზრით, გაუმჯობესების ნაცვლად ხმების დათვლაში ბლოკჩეინის გამოყენება არსებულ ვითარებას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს
SWIFT-ი ბლოკჩეინზე ახალ სისტემას ტესტავს
ბლოკჩეინზე ბანკთაშორისი ფინანსური სისტემა SWIFT-ის ახალი საპილოტე ვერსია ამოქმედდა. ის მოძველებული სისტემების ხარვეზების და შეცდომების გამო გადახდებში არსებული შეფერხებების აღმოფხვრისათვის არის გამიზნული.