კონსოლიდაციის დიაპაზონის შევიწროება გამოიწვევს ალტკოინების ბაზრის დონის შემაკავებელის გარღვევას და ისევ ფასის შემცირებას.
BCH/USD

დღის განმავლობაში Bitcoin Cash დაკონსოლირდა გვერდითა ყვითელის დიაპაზონში. სტოჰასტიკმა დაკლების სიგნალი ჩამოაყალიბა, მაგრამ, წყვილი ჯერ, არ მიიჩქარის კორიდორიდან გამოსვლას. დღეს დილას BCH-მა განაგრძო მოძრაობა გვერდითა მიმართულებით, მაგრამ მალევე ბაზარი ისევ დაექვემდებარება იმპულსების ზემოქმედებას და წყვილი დაიწყებს დაკლებას აბსოლიტური მინიმუმის არეში, მისი განახლების მიზნით 380$ ერთი მონეტის სანაცვლოდ ნიშნულამდე.
EOS/USD

გუშინ მცოცავ საშუალო EMA55 დონეზე დაკონსოლიდირდა. ვაჭრობის მოცულობები საშუალოზე დაბლა შემცირდა. დათვები ფიბონაჩის ნულოვანი დონის მხარდაჭერის დაძლევას ჯერ ვერ ახერხებენ. გადაყიდვის ზონაში სტოჰასტიკმა დაწევის სიგნალის ფორმულირება მოახდინა. კონსოლიდაციის შევიწროვებული დიაპაზონის გათვალისწინებით, EOS-ის ვარდნა მალე უნდა აღდგეს და მხოლოდ 5.00 USD დონეზე გაჩერდება.
XLM/USD

სანამ დანარჩენი ალტკოინები კონსოლიდაციის პროცესს განაგრძობდა, Stellar-მა გუშინ აღდგენის მცდელობა მოიმოქმედა. ხარის იმპულსამდე ასვლა მან მაინც ვერ მოახერხა, მაგრამ წყვილმა გვერდითი დიაპაზონის ზედა ზღვარის გარღვევა შეძლო და ახლა ამ დონის ზემოთ გამაგრებას ცდილობს. მოსალოდნელია, რომ იასამნისფერი კორიდორის თავზე დიდხანს გაჩერება არ გამოუვა და უახლოესი პერსპექტივად Stellar Lumen-ისთვის დიაპაზონის (0.209 USD) ქვედა ნიშნულის ძალის შემოწმება რჩება. კვირის დასასრულს ქვედა ზღვარის გარღვევა და მინუმუმის 0.195 USD-ის მიდამოებში ფიქსაციაა მოსალოდნელი.
LTC/USD

გუშინ Litecoin-მა ვერ მოახერხა მწვანე ნიშნულის ზედა ზღვარზე პოზიციის შენარჩუნება და ამჟამად იმყოფება კონსოლიდაციაში წინააღმდეგობის დონისა და 23,6 % ფიბოს სახით მხარდაჭერას შორის (52,32 USD). ფიბონაჩის 47,05 USD ნულოვან ნიშნულამდე დაწევა შესაძლებელია როგორც მიმდინარე ფასების გამო, ასევე დაუნ-ტრენდის წითელი დერეფნის ზედა ზღვარის რე-ტესტის შედეგადაც.
ასევე წაიკითხეთ
Stellar Lumen, Bitcoin Cash, EOS და Litecoin ანალიზი 06.12.2018-სთვის
დღეს დილით, დათვურმა იმპულსმა ფასები ახალ მინიმუმამდე ჩაზნიქა. ფასის აღდგენა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს და მალევე დაკლება განახლდეს.
ADA-ს და XMR-ს ანალიზი 22.11.2018-სთვის
ფასის ვარდნა გრძელდება, ალტკოინების უმეტესობის საფასური საკვანძო მხარდაჭერების დონეების ქვემოთ დაეცა. XRM $80 დოლარის ქვემოთ ვაჭრობს

