ბრიტანული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, კრიპტოვალუტური სავაჭრო პლატფორმის Bitmex-ის თანადამფუძნებელი 34 წლის ბენ დელო, პირველი ბრიტანელია, რომელმიც მილიარდერი კრიპტოვალუტის მეშვეობით გახდა.
გამოცემა The Sunday Times-ის ონფორმაცით, კოლეჯის ყოველწლიურ გამოცემაში ბენ დელომ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა - „სტუდენტი, რომელიც მილიონერი გახდება“ და „სტუდენტი, რომელიც ციხეში ჩაჯდება“.
2005 წელს ბენმა ოქსფორდში მდებარე ვუსტერის კოლეჯი სპეციალობით, „მათემატიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები“ წარჩინებით დაამთავრა. შემდეგ, ბენი კომპანია IBM-ში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი - ჰონკონგში გადასახლდა და ბანკ JP Morgan-ში მუშაობდა.
2014 წელს ბენ დელომ, სემიუელ რიდთან და არტურ ჰეისთან ერთად, კრიპტოვალუტური პლატფორმა Bitmex-ი დააარსა. სავაჭრო პლატფორმის შექმნის პროცესს ბენი ასე აღწერს: „ამ სტარტაპზე მუშაობას 4 წელი დავუთმე. ხანდახან დღეში 18 საათი ვმუშაობდი“.
თავდაპირველად, კომპანიის კაპიტალი საკმაოდ მოკრძალებული იყო. ბენი და მისი მეუღლე Airbnb-ზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და მაკდონალდსში იკვებებოდნენ. მილიარდერის თქმით, ის, უორენ ბაფეტისა და ბილ გეითსის მსგავსად, მოკრძალებული ცხოვრების წესს მიყვება და ქველმოქმედებისთვის თანხებს რეგულარულად წირავს.
Bitmex-მა პოპულარობა მალე მოიპოვა, რადგან მომხმარებლებს მაღალეფექტურ კრიპტოვალუტურ კონტრაქტების გაფორმებას თავაზობდა. Coinmarketcap-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტურ ბირჟებს შორის, Bitmex-ს ვაჭრობის მოცულობების ყველაზე მაღალი მაჩვენებილი აქვს.
ამ ეტაპზე, დღე-ღამის განმავლობაში, პლატფორმა $2,55 მილიარდს ვაჭრობს, რაც მეორეადგილოსან ბირჟა Coinex-ის ვაჭრობის მოცულობას $900 მილიონით აღემატება, ხოლო მესამეადგილზე მყოფი ბირჟის Binance-ს მოცულობას $1,1 მილიარდით აღემატება.
მასალების მიხედვით news.bitcoin.com
ასევე წაიკითხეთ
"თავს უშველეთ!" - ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავკაცმა საფონდო ბაზრის ჩამოშლა იწინასწარმეტყველა
როგორ დავიცვათ კაპიტალი საფონდო ბირჟაზე გაუფასურებისგან? როგორ დივერსიფიცირებენ ინვესტორები ჩამონგრევისგან ფასიანი ქაღალდების ბაზარის რისკებს?
საინვესტიციო ფირმა კრიპტოვალუტაზე ფასების ზრდას გვპირდება
Bloomberg Markets-ის ცნობით, საინვესტიციო კრიპტოვალუტის კომპანია Pantera Capital-ის ხელმძღვანელი ჯო კრაგსი, დარწმუნებულია, რომ ბაზარი ახალი ხარის იმპულსის საზღვართან იმყოფება, რომელიც კრიპტოვალუტის ფასს ათჯერ გაზრდის. თუ ასეთ განცხადებას ვენდობით, კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია უახლოეს მომავალში 2 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

