ჩინურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარების ცენტრმა (CIID) კიდევ ერთი, ახლა უკვე მეშვიდე, რეიტინგი გამოაქვეყნა.
როგორც წინად, 33 ტოკენი სამი ძირითადი მახასიათებლით ფასდება:
-ტექნოლოგიური კომპონენტი
-პრაქტიკული მნიშვნელობა
-ინოვაცია
არ არის გასაკვირი, რომ Bitcoin-მა ინოვაციური პოტენციალის უმაღლესი ქულა მიიღო. ჩინელი ექსპერტების აზრით, EOS-ს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებობა გააჩნია, ხოლო პრაქტიკული ღირებულებით Ethereum-ი ლიდერობს.
მაისის პირველ გამოშვებაში Ethereum-მა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა, ივნისის რეიტინგებიდან დაწყებული, EOS-ი პირველ პოზიციას არ თმობს, მას კი შეუცვლელად Ethereum-ი მოჰყვება. კრიპტოპროექტების ხუთეულში ასევე Bitshares-ი, Steem-ი და Nebulas-ი შევიდნენ.
Bitcoin-ი თავის პოზიციებს რეიტინგიდან რეიტინგამდე ცვლის, ამ თვეში მე-19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა. BCH-ს ჰარდფორკმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა და ერთი პოზიციით ჩამოიწია 29-ე ადგილზე. Decred-მა სია დახურა, სადაც მან NEM-ს ადგილები გაუცვალა.
ასევე წაიკითხეთ
დენ ლარიმერის ტოკენის ახალი კონცეპცია
დანიელ ლიმერი Blockchain-ისა და EOS Block.One-ს ტექნიკური დირექტორია, ცნობილია როგორც პროექტიდან პროექტებზე გადასვლის ფაქტებით, ახალი მონეტის შექმნითაც კი, როდესაც წინა მონეტა წარუმატებელი აღმოჩნდა
კრიპტოაქტივების მხოლოდ 16 %-ია რეალურად დეცენტრალიზებული
საერთო ჯამში კრიპტოვალუტის არსი, მთლიანი სისტემის დეცენტრალიზებულობაში მდგომარეობს. შესაბამისად, რომელიმე ცალკეული წერტილიდან მის გამართულ მუშაობაში რაიმე ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. თუმცა, ბლოკჩეინ კომპანია CryptoCompare-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დღეისთვის ეკოსისტემაში არსებულ აქტივების უმეტესობას მსხვილი მოთამაშეები მართავენ.

