სატოში ნაკამოტო Bitcoin-ის შექმნის დღიდან საიდუმლო ფიგურაა. 2010 წელს, მისი გაუჩინარების შემდეგ, საზოგადოებას ისღა დარჩენოდა ეკითხა, სად ან ვინ არის იგი. ცოტა ხნის წინ P2P პროფილზე ახალი სიტყვა “nour” გამოჩნდა ბრჭყალებში. თუ რა სიტყვაა ეს, ვინ შევიდა პროფილზე და რა მიზნით, ჯერ უცნობია.
2014 წელს p2p-ს მიბმული ელექტრონული ფოსტის კომპრომეტირება მოხდა. შესაძლებელია, ეს იმ შეტევის გაგრძელება იყოს ან სატოშიმ დაბრუნება გადაწყვიტა. თუ მან/მათ დაბრუნება გადაწყვიტეს, მაშინ რატომ ახლა?
ან რატომ იმ პლატფორმაზე, რომელიც ადრე გატეხილი იყო?
ჩვენ ვცადეთ სატოშისთვის ელექტრონულ ფოსტაზე მიგვეწერა, მაგრამ მხოლოდ ავტომატური შეცდომის შეტყობინება მივიღეთ იმის შესახებ, რომ ფოსტა არ არის აქტიური. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ P2P Foundation-ის პროფაილი სხვა ფოსტაზე დაკავშირებით იყო კომპრომეტირებული. ამ შემთხვევაში, უფრო ნათელი იქნება ვინ დგას ამ წერილის ზურგს უკან.
ეს შეიძლება იყვნენ ჰაკერები, ან სხვა ვინმე, ან შესაძლოა თავად სატოშია, დაბრუნება გადაწყვიტა და უნდა რომ მოგვიყვეს საკუთარ თავზე.
მასალების მიხედვით cryptoinsider.com
ასევე წაიკითხეთ
ტიმოშენკო კორუფციას ბლოკჩეინის დახმარებით შეებრძოლება
რამოდენიმე ხნის წინ, უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს, რომელიც ამ მომენტში 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას ატარებს, Facebook პოსტის ინფორმაციის თანახმად, ის კორუფციასთან ბრძოლას ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით გეგმავს.
"თავს უშველეთ!" - ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა თავკაცმა საფონდო ბაზრის ჩამოშლა იწინასწარმეტყველა
როგორ დავიცვათ კაპიტალი საფონდო ბირჟაზე გაუფასურებისგან? როგორ დივერსიფიცირებენ ინვესტორები ჩამონგრევისგან ფასიანი ქაღალდების ბაზარის რისკებს?

