მას მერე, რაც ციფრულმა ვალუტამ მასობრივი ხასიათი მიიღო, PayPal-ი და მსგავსი ონლაინ გადახდის სისტემები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ, ახლო მომავალში, „კრიპტამ“, შესაძლოა „მათ ბიზნეს მოდელს ბოლო მოუღოს“.
ამის მიუხედავად, გადახდების სისტემა PayPal-მა საკუთარი შიდა კრიპტოვალუტა შეიმუშავა, რომელსაც მისი თანამშრომლები იყენებენ. BitcoinExchangeGuide-ის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ტოკენს PayPal-ის ოფისის თანამშრომლები ოფისში სხვადასხვა მომსახურეობებაში იხდიან. ამგვარად PayPal-ი თავის თანამშრომლებში წახალისების ახალ მექანიზმებს ნერგავს.
ერთ-ერთი მომსახურება, რისი გადახდა PayPal-ის შიდა ტოკენებით არის შესაძლებელი (მათი ოფიციალური დასახელება უცნობია) - ფინანსურ დირექტორ ჯონ რეინისთან ერთად ყავის დასალევად წასვლაა ან გენერალურ დირექტორთან დენ შულმანთან ერთად საბრძოლო ხელოვნებების გაკვეთილის ჩატარება.
PayPal-ი - ერთადერთი მაღალპროფილიანი დაწესებულება არაა, რომელმაც ბლოკჩეინზე საკუთარი ტოკენი შექმნა. ცნობილია, რომ ესპანურმა საბანკო კომპანიამ BBVA-მ, რომელიც გამოირჩეოდა კრიპტოვალუტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით, მსგავსი შიდა სქემა ცოტა ხნით ადრე შექმნა, რომელსაც „თანამშრომლების პროდუქტიული მუშაობის წასახალისებლად იყენებდა“.
ასევე წაიკითხეთ
Visa კრიპტოვალუტებში საკუთარი თავისთვის საფრთხეს ვერ ხედავს
ფინანსური გიგანტი Visa ციფრული აქტივების ბაზარზე გასვლას არ ჩქარობს. გადაცემა Mad Money-ის მსვლელობისას, რომელიც ეთერში CNBC-ზე გადის, Visa-ს გენერალურმა დირექტორმა ალფრედ კელიმ ციფრულ ინდუსტრიაში კომპანიის სამომავლო გეგმები განიხილა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში კრიპტოვალუტები Visa-სთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ კომპანია კრიპტოვალუტური ფუნქციების დანერგვისთვის მზადაა, თუკი ციფრული მონეტები მომავალში უფრო სტაბილური და გავრცელებული იქნება.
WhatsApp-ი ახალ საგადასახადო სისტემაზე მუშაობს
როდესაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაციია იმის შესახებ რომ, Facebook-ი კრიპტოვალუტურ პროექტზე აპირებს მუშაობას, WhatsApp-ის, მისი შვილობილი კომპანიის წარმომაგენლებმა, ახალი ციფრული საგადასახადო სისტემის შექმნით თაობაზე განცხადება გააკეთეთეს.