მას მერე, რაც ციფრულმა ვალუტამ მასობრივი ხასიათი მიიღო, PayPal-ი და მსგავსი ონლაინ გადახდის სისტემები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ, ახლო მომავალში, „კრიპტამ“, შესაძლოა „მათ ბიზნეს მოდელს ბოლო მოუღოს“.
ამის მიუხედავად, გადახდების სისტემა PayPal-მა საკუთარი შიდა კრიპტოვალუტა შეიმუშავა, რომელსაც მისი თანამშრომლები იყენებენ. BitcoinExchangeGuide-ის ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ ტოკენს PayPal-ის ოფისის თანამშრომლები ოფისში სხვადასხვა მომსახურეობებაში იხდიან. ამგვარად PayPal-ი თავის თანამშრომლებში წახალისების ახალ მექანიზმებს ნერგავს.
ერთ-ერთი მომსახურება, რისი გადახდა PayPal-ის შიდა ტოკენებით არის შესაძლებელი (მათი ოფიციალური დასახელება უცნობია) - ფინანსურ დირექტორ ჯონ რეინისთან ერთად ყავის დასალევად წასვლაა ან გენერალურ დირექტორთან დენ შულმანთან ერთად საბრძოლო ხელოვნებების გაკვეთილის ჩატარება.
PayPal-ი - ერთადერთი მაღალპროფილიანი დაწესებულება არაა, რომელმაც ბლოკჩეინზე საკუთარი ტოკენი შექმნა. ცნობილია, რომ ესპანურმა საბანკო კომპანიამ BBVA-მ, რომელიც გამოირჩეოდა კრიპტოვალუტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით, მსგავსი შიდა სქემა ცოტა ხნით ადრე შექმნა, რომელსაც „თანამშრომლების პროდუქტიული მუშაობის წასახალისებლად იყენებდა“.
ასევე წაიკითხეთ
Facebook-ი WhatsApp - გადახდებისთვის სტეიბლკოინის შექმნაზე მუშაობს
Facebook Inc-ი ისეთი კრიპტოვალუტის შექმნაზე მუშაობს, რომელიც მომხმარებლებს ფულადი გზავნილების განხორციელების საშუალებას WhatsApp დანართის მეშვეობით მისცემს. პირველ რიგში, მხედველობაში ინდოეთის ბაზარი მიიღება. Facebook-ი ჯერ საკუთარი სტეიბლკოინის გამოშვების სტრატეგიაზე მუშაობს, კასტოდიანის ძებნით არის დაკავებული და მონეტის უზრუნველმყოფი ფიატის შენახვის მეთოდებს განიხილავს.
ბრაზილიურმა სუპერმარკეტმა კრიპტოვალუტაში გადახდების მიღება დაიწყო
ბრაზილის სუპერმარკეტების ქსელი Oásis Supermercados-ი, რიო-დე-ჟანეიროში განთავსებულმა მაღაზიამ კრიპტოვალუტაში გადახდების მიღება, მას შემდეგ დაიწყო რაც, ფირმის თანამშრომლებმა ადგილობრივ კრიპტოვალუტურ კომპანიაში გადამზადება გაიარეს.